10 სექტემბერს ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის მატჩები 3 ჯგუფში გაიმართა.
A ჯგუფი
კოსოვოს მწვრთნელი შალანდი ჩეხეთის დამარცხების შემდეგ ყვიროდა, ინგლისსაც უნდა მოვუგოთო. დებიუტშივე დაწინაურდნენ, მაგრამ სენსაცია არ მოხდა - შესვენებამდე 5 უპასუხო გოლი გაუშვეს, მეორე ტაიმში ანგარიში შეამცირეს და საბოლოოდ 3:5 წააგეს. საუტგეითის გუნდმა მეოთხე შეხვედრაშიც იმარჯვა.
კოსოვო 34-ე წამზე დაწინაურდა და ეს ბოლო 26 წელიწადში "სამი ლომის" ყველაზე ნაადრევად გაშვებული გოლი იყო.
სტერლინგმა ეროვნულ გუნდში უკანასკნელ 7 შეხვედრაში 8-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და ამას გარდა, დღევანდელ მატჩში 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
საუთჰემპტონი. "სტ. მერისი"
ინგლისი - კოსოვო 5:3
გოლები: 0:1 ბერიშა (1), 1:1 სტერლინგი (8), 2:1 კეინი (19), 3:1 ვოივოდა (38, საკ. კარში), 4:1 სანჩო (44), 5:1 სანჩო (45+1), 5:2 ბერიშა (49), 5:3 მურიკი (55, პენ)
პოდგორიცა. "პოდ გორიცომი"
მონტენეგრო - ჩეხეთი 0:3
გოლები: 0:1 სოუჩეკი (54), 0:2 მასოპუსტი (57), 0:3 დარიდა (90+5, პენ)
B ჯგუფი
პორტუგალიამ რონალდოს დიდებული ასპარეზობით სტუმრად შავი დღე აყარა ლიეტუვას და ლიდერ უკრაინას მისდევს.
რონალდომ პოკერი შეასრულა, ნაკრებში 93-ე გოლი გაიტანა და მსოფლიოს 40 ნაკრები დაამწუხრა. მან ნაკრებში 160-ე მატჩი ჩაატარა - ევროპულ რეკორდამდე 16 თამაშია, მსოფლიომდე - 24.
ვილნიუსი. "LFF სტადიონასი"
ლიეტუვა - პორტუგალია 1:5
გოლები: 0:1 რონალდო (7), 1:1 ანდრუშკევიჩუსი (28), 1:2 სეკტუსი (61, საკ. კარში), 1:3 რონალდო (65), 1:4 რონალდო (76), 1:5 რონალდო (90+2)
ლუქსემბურგი. "ჟოზი ბარტელი"
ლუქსემბურგი - სერბეთი 1:3
გოლები: 0:1 მიტროვიჩი (36), 0:2 რადონჯიჩი (55), 1:2 ტურპელი (66), 1:3 მიტროვიჩი (78)
H ჯგუფი
საფრანგეთმა და თურქეთმა დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს და 15-15 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში უდგანან. მათ კვალში ისლანდია უდგას, რომელმაც ალბანეთთან წააგო.
გრიზმანმა ზედიზედ მეორე მატჩში გააცუდა თერთმეტმეტრიანი.
პარიზი. "პარკ დე პრენსი"
საფრანგეთი - ანდორა 3:0
გოლები: 1:0 კომანი (18), 2:0 ლანგლე (52), 3:0 ბენ იედერი (90+1)
გამოუყენებელი პენალტი: გრიზმანი (28)
ელბასანი. "ელბასანი"
ალბანეთი - ისლანდია 4:2
გოლები: 1:0 დემაკუ (33), 1:1 სიგურსონი (47), 2:1 ჰისაი (52), 2:2 სიგბორსონი (58), 3:2 როჩი (79), 4:2 ციკალეში (82)
კიშინიოვი. "ზიმბრუ"
მოლდოვა - თურქეთი 0:4
გოლები: 0:1 ტოსუნი (37), 0:2 ტურუჩი (57), 0:3 ტოსუნი (79), 0:4 იაზიჩი (88)
გოლები: 0:1 რონალდო (7), 1:1 ანდრუშკევიჩუსი (28), 1:2 სეკტუსი (61, საკ. კარში), 1:3 რონალდო (65), 1:4 რონალდო (76), 1:5 რონალდო (90+2)...
აქ ან სეკტუსის საკუთარ კარში გოლი შეცვალეთ, ან რონალდო (90+2) ვინც გაიტანა იმას მიაწერეთ (კარვალიომ გაიტანა)...