ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე უკრაინამ პორტუგალია 2:1 დაამარცხა და ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა. ინგლისელმა მსაჯმა ენტონი ტეილორმა 72-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშისთვის მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველ ტარას სტეპანენკოს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, გააძევა და პენალტი დანიშნა, რომელიც რონალდომ გამოიყენა. ნამატჩევს კომენტარი სტეპანენკომ გააკეთა.
"დიდი საქმე გავაკეთეთ, ევრო 2020-ზე გავედით. თანაც, დამსახურებულად. სამწუხაროდ, მსაჯმა ბოლომდე თამაშის საშუალება არ მომცა. ცნობისათვის, ამ არბიტრმა "აინტრახტთან" შეხვედრის მე-10 წუთზე გამაძევა (სტეპანენკო "შახტარის" ფეხბურთელია - რედ.). ასეთი შეშინებული მსაჯი ჯერ არ მინახავს.
პირველი ყვითელი ბარათისას
მეტოქეს მე კი არა, ჩემი თანაგუნდელი რომან იარემჩუკი შეეხო; მეორე შემთხვევაში კი ვარდნაში ბურთი ჯერ ბარძაყზე მომხვდა, შემდეგ კი ხელზე და თამაში გაგრძელდა. ამ დროს რონალდომ მიირბინა, თერთმეტმეტრიანი მოითხოვა და მსაჯმა მოთხოვნა დაუკმაყოფილა. ასე არ შეიძლება", - განუცხადა სტეპანენკომ ua-football-ს, მერე კი "ინსტაგრამზე" დაწერა:
"გემუდარებით, გადაეცით ტეილორს, რომ ვერ გავიგე, ცხოვრებაში ცუდი რა გავუკეთე".
უკრაინელმა ჟურნალისტებმა ხუმრობით ტეილორს სტეპანენკოს საუკეთესო მეგობარი უწოდეს.