17 ნოემბერს, ევროშესარჩევი ტურნირის ბოლო ტურის მატჩები H ჯგუფში გაიმართა.
ამ ჯგუფში ევროპირველობის საგზური საფრანგეთმა და თურქეთმა ვადაზე ადრე მოიპოვეს და უკანასკნელ ტურშიც იმარჯვეს.
საფრანგეთმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, თურქეთმა კი - მეორე.
ანტუან გრიზმანმა ამ თვეში პირველად გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა. მის ანგარიშზე შესარჩევ ტურნირზე 7 შედეგიანი პასია და ამ მაჩვენებლით საუკეთესოა.
ტირანა. "კომბიოტარე"
ალბანეთი - საფრანგეთი 0:2
გოლები: 0:1 ტოლისო (8), 0:2 გრიზმანი (31)
მოლდოვა - ისლანდია 1:2
გოლები: 0:1 ბიარნასონი (17), 1:1 მილინკეანუ
(56), 1:2 სიგურსონი (65)
ანდორა. "ნასიონალი"
ანდორა - თურქეთი 0:2
გოლები:0:1 უნალი (17), 0:2 უნალი (21, პენ)