გუშინ, 19 ნოემბერს გამართული მატჩებით ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპი დასრულდა და გამოვლინდა 20 ნაკრები, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში გაინაღდეს. მას კიდევ 4 გუნდი დაემატება ერთა ლიგის 4 დივიზიონიდან.
იმედია, D დივიზიონიდან ეს ნაკრები საქართველო იქნება.
თუმცა, ევროპირველობაზე ერთა ლიგის გავლით, საქართველოს გარდა, კიდევ 15 ნაკრები იბრძოლებს.
A დივიზიონიდან ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მხოლოდ ისლანდიამ ვერ მოახერხა. ისლანდიის მეტოქე კენჭისყრის შედეგად გაირკვევა. კენჭისყრაში მონაწილეობას ბულგარეთი, ისრაელი, უნგრეთი, რუმინეთი მიიღებენ. მათგან 3 ნაკრები A დივიზიონის პლეი-ოფში მოხვდება, 1 კი - C დივიზიონში.
თავად
B დივიზიონში კი ევროსაგზური 4 ნაკრებს შორის გათამაშდება: ბოსნია-ჩრ. ირლანდიის წყვილში გამარჯვებული სლოვაკეთსა და ირლანდიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
C დივიზიონში შოტლანდია ბულგარეთი-ისრაელი-უნგრეთი-რუმინეთიდან რომელიმე ეროვნულ ნაკრებს შეხვდება, ხოლო მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში სერბეთი და ნორვეგია დაუპირისპირდებიან.
D დივიზიონში რაც ხდება, კარგად ვიცით. საქართველოსა და ბელორუსის ნაკრებ გუნდებს შორის გამარჯვებული ჩრდ. მაკედონიასა და კოსოვოს შორის მოგებულს დაუპირისპირდება.
ასევე გასარკვევია, რომელ წყვილს შორის გამარჯვებულის მოედანზე ჩატარდება ფინალური შეხვედრები. აღნიშნულ და სხვა დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით კენჭისყრა ზეგ, 22 ნოემბერს გაიმართება.