ევრო 2020-ის შესარჩევის ბომბარდირი ჰარი კეინი გახდა

AutoSharing Option
ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ ტურნირის ბომბარდირი გამოვლინდა.

10 ტურის შემდეგ ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის ბომბარდირი ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის "ტოტენჰემის" ფორვარდი ჰარი კეინი გახდა, რომლის ანგარიშზე 12 გოლია.

მისი უახლოესი მდევრები კრიშტიანო რონალდო და ერან ზაჰავი არიან, რომლებსაც 11-11 გოლი აქვთ გატანილი.

გარდა ბომბარდირობისა, კეინი გოლი+პასის მაჩვენებელშიც საუკეთესოა. 12 გოლთან ერთად მან 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული