იტალიის ნაკრების მწვრთნელი რობერტო მანჩინი უკმაყოფილოა იმით, რომ ევრო 2020-ის კენჭისყრაზე პორტუგალია მესამე კალათაშია და შეიძლება ჯგუფში მათთან მოხვდეს.
"პორტუგალია მესამე კალათაში? ეს საერთოდ არალოგიკურია. პორტუგალია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი და ევროპის ჩემპიონია.
თუმცა წილისყრა შესარჩევ ტურნირზე ნაკრებების შედეგებს ეყრდნობა. მხოლოდ ექვსი განთესილი გუნდია. ამიტომ ზოგიერთები მეორე და მესამე კალათაში მოხვდნენ", - ციტირებს მანჩინის "ტუტოსპორტი".
ტურნირის წილისყრა 30 ნოემბერს, ბუქარესტში ჩატარდება.