The Times: რუსეთის ნაკრები შეიძლება ევრო 2020-დან და მუნდიალიდან მოკვეთონ

AutoSharing Option
19 ნოემბერს "დეილი მეილმა" გვაუწყა, რომ რუსეთის ნაკრებს ევრო 2020-ზე შეიძლება პეტერბურგში მატჩების ჩატარების ნება არ დართონ; ახლა კი The Times-ი ავრცელებს ინფორმაცის, რომ არაა გამორიცხული, ტურნირზე საერთოდ არ დაუშვან.

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) რეკომენდაცია გასცა, უახლოესი 4 წლის მანძილზე რუსეთს ყველა საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობა აუკრძალონ.

გამოცემის მტკიცებით, შესაძლოა, რუსეთის ნაკრებს 2020 წლის ევროპირველობასა და 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება არ მისცენ.

WADA-ს ანგარიში ბრიტანელმა ადვოკატმა ჯონათან ტეილორმა შეადგინა, რომელიც გვამცნობს, რომ კოლეგია რამდენიმე წელია სწავლობს რუსეთის მიერ ანტისადოპინგო
გლობალური წესების დარღვევას.

ანგარიშიდან დადგინდა, რომ რუსები განზრახ მანიპულირებდნენ ანალიზთა ბაზის მონაცემთა შედეგებით, რომლებიც WADA-ს გადაეცა, რათა მათი სპორტსმენების წარუმატებელი ანალიზები დაემალათ.

მოხსენებაში აგრეთვე იტყობინებიან, რომ აუცილებელია რუს ჩინოვნიკებს აეკრძალოთ სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება და რუსეთს აეკრძალოს ნებისმიერი ტურნირის მასპინძლობა.

აღნიშნული საკითხი 9 დეკემბერს, WADA-ს აღმასკომზე განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
დავიღუპეთ! ჯიქია ვერ ითამაშებს!
????
26 ნოემბერი 2019 14:55
1
რუსებს ცივილიზებული სამყაროს არანაირი წესები და კანონები არ აინტერესებთ, შესაბამისად არც იცავენ. ოლიმპიადაზე მათ დაავიწყდათ და აქ ზოგიერთ კომენტარშიც ჩანს, რომ ის თეთრი დროშა რომლითაც მათ ნება დართეს გამოსულიყვნენ ვერ გააცნობიერეს რა იყო. ამიტომ ახლა აუვცილებლად დასჯიან და ძალიან მკაცრად, ეს 9 დეკემბერიც მალე მოვა მერე ყველა დაიჯერებს, რომ სულ კიდიათ პუტინიც და მთელი რუსეთიც. ჩემზე რომ იყოს მარტო სპორტული იზოლაცია ცოტაა, მათ არცერთ ქვეყანაში არ უნდა მისცენ შესვლის ნება და ჩაკეტილი უნდა იყვნენ მთლიანად თავიაანთ "ქვეყანაში".
G.LA
26 ნოემბერი 2019 13:03
2
გაიგეთ რომ რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკა იყო დოპინგის გამოყენება,განსაკუთრებით ოლიმპიადებზე.და ეს წლები გრძელდებოდა.სილქის ჭიდაობის დიქტორი სიამოვნებით ხშირად იმეორებს რუსი ძიუდოისტების ერთ ოლიმპიადაზე მოგებულ სამ ოქროს,რომელიც დარწმუნებული ვარ დოპინგით მოიგეს და მიუხედავად მსოფლიოში ატეხილი დიდი სკანდალისა ეჭვსაც არ გამოთქვამს.1000 დოპინგ პრობა აქვთ შეცვლილი.წარმოიდგინეთ 1000 სპორტსმენი და რამდენ მათგანს აქვს დაუმსახურებლად მიღწეული წარმატება.
ამაშია საქმე
26 ნოემბერი 2019 12:39
1
ფულის სუნი უდის მაგ ამბავს. მორიგი ტრიუკია რომ მეტი ფული გამოძალონ რუსებს. რა დისკვალიფიკაცია უბრალოდ ვაჭრობენ რა.
ლაშა
26 ნოემბერი 2019 11:34
6
ცვენ რასჰი გვცჰირდება ეგ, მაგრამ ფაქტია რომ კრისტიანო რონალდუს სემტხვევასჰიც საქმე მტლად სუფტად ვერაა.
ddgfdf
26 ნოემბერი 2019 11:06
3
მეტი არაა ჩემი მტერი მექრთამე ფიფამ და უეფამ რუსეთს ეგ გაუბედონ. რეკომენდაცია დარჩება რეკომენდაციად :(
შაკო
26 ნოემბერი 2019 10:45
2
კაი ამბავია მარა იზამენ კი
შოთა გუგეშაშვილი
26 ნოემბერი 2019 03:56
0
უმღერე სულიკო, ეგება ეშველოთ:)))
emigranti
26 ნოემბერი 2019 03:53
0
ისემც შე..ა ვალოდია პუტინმა თქვენს მიხრწნილ დედოფალს. რუსეთი ევროზეც გამოვა და მსოფლიოზეც და საკმაოდ წარმატებულადაც. ;)
სულიკო
26 ნოემბერი 2019 02:37
31
რუსის წარმატება როგორ უნდა გიხაროდეს ვერ ამიხსნია ჩემს თავში და დაწერე ერთი- რატომ.
ზას.
28 ნოემბერი 2019 20:56
0
сулико, сулико
DATO
26 ნოემბერი 2019 09:11
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული