ევროპის ჩემპიონატის თასი, რომელიც ბაქოში 7-დან 9 მაისამდე იქნება გამოფენილი, დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს გადასცეს. მოგვიანებით კი EURO 2020-ის ჯილდო ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე მიიტანეს. სპეციალური ფოტოსესია მოეწყო გობუსტანის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ნაკრძალში, იჩერი შეჰერის სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურულ ნაკრძალში, ჰეიდარ ალიევის ცენტრში, ათეშგაჰის ტაძარსა და ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე. ფოტოსესიების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის თასი, UEFA EURO
აღსანიშნავია, რომ EURO 2020-ის თამაშები, ევროპის ჩემპიონატის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. მათ შორის, A ჯგუფის 3 თამაში და მეოთხედფინალის ერთი მატჩი ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.
12 ივნისს ბაქო უელსი-შვეიცარიის, 16 ივნისს თურქეთი-უელსის, ხოლო 20 ივნისს შვეიცარია-თურქეთის მატჩს უმასპინძლებს. მეოთხედფინალის შეხვედრა კი ბაქოში 3 ივლისს გაიმართება.