ესპანეთის ნაკრებში ევრო 2020-ზე "რეალის" არცერთი ფეხბურთელი ითამაშებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს, - ამ ინფორმაციას independent-ი ავრცელებს.

გასულ კვირას ესპანურმა Marca-მ განაცხადა, რომ რამოსი და "ფურია როხას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ერთმანეთს შეხვდებოდნენ და დაილაპარაკებდნენ, "თეთრების" კაპიტანი წავიდოდა თუ არა ნაკრებში. შეგახსენებთ, არწასვლის მიზეზი ტრავმა გახლავთ, რომელსაც სერხიო უკვე დიდი ხანია "ებრძვის".

რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს, ლუჩომ შემდეგი 24 კაცი შეარჩია:

უნაი სიმონი, დე ხეა, სანჩესი, გაია, ალბა, პაუ ტორესი, ლაპორტე, ერიკ გარსია, ლორენტე, აზპლიკუეტა, ლორენტე, ბუსკეცი, როდრი, პედრი, ტიაგო, კოკე, ფაბიან რუისი, დანი
ოლმო, ოიარზაბალი, ხერარდ მორენო, მორატა, ფერან ტორესი, ადამა ტრაოერე და სარაბია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ასეთი სუსტი ესპანეთი კარგა ხანია არ ყოფილა.
დათა თუთაშხია
22:08 24-05-2021
3
ყოჩაღ, მაგარი ფეხბურთელეი შეარჩია ენრიკემ! წარმატება ესპანეთის ნაკრებს.
გია
22:57 24-05-2021
3

სიახლეები პოპულარული