გაღიზიანებული რუსეთი ცდილობს უკრაინამ ახალი ფორმით არ ითამაშოს

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრებისთვის ფირმა "Joma"-მ სამი ფერის ფორმის კომპლექტი დაამზადა (ყვითელი, ცისფერი და თეთრი), რომელზეც ერთინი უკრაინის რუკაა გამოსახული, უკან კი აწერია: "დიდება უკრაინას!"

ამ ფორმით უკრაინის ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ანდრეი პაველკომ განაცხადა, რომ მაისურზე ერთიანი უკრაინის რუკა ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოს წარმოადგენს - ოკუპირებული ყირიმის, დონეცკის და ლუგანსკის ჩათვლით, ხოლო წარწერა "დიდება უკრინას!" შეესაბმება ლოზუნგს - "დიდება გმირებს!"

ამან რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს გაღიზიანება გამოიწვია. დეპუტატმა დმიტრი სვიშევმა თქვა, რომ ეს პოლიტიკური პოზიციის გ
ამოხატვაა, უეფამ უკრინას ამ ფორმით თამაშის უფლება არ უნდა მისცეს და საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმეში ჩარევისაკენ მოუწოდა.

ყოფილმა მოკრივემ, ნიკოლაი ვალუევმა აღნიშნა, რომ უკრაინელებმა რამდენიც უნდათ შეუძლიათ იოცნებონ, ყირიმი რუსეთია, იქაური მოსახლეობა რუსეთის ნაკრებს გულშემატკივრობს და სპორტი და პოლიტიკა გამიჯნული უნდა იყოს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
მშვენიერია.ჩვენც რო გამოვსახოთ ერთიანი საქართველოს რუკა მაისურებზე კარგი იქნებოდა.გაღიზიანდნენ თურმე.იყვნენ გაღიზიანებულ დაბოღმილები.მით უკეთესი.
master
18:16 06-06-2021
5
ეს უჯიშო რუსები...პოლიტიკური პოზიციაა თავისი ქვეყნის გამოსახვაო..სასწაულია რა. ჩვენ როდის მივხვდებით რომ რუსეთი მტერია?
გენა
22:20 06-06-2021
5

სიახლეები პოპულარული