გაღიზიანებული რუსეთი ცდილობს უკრაინამ ახალი ფორმით არ ითამაშოს

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრებისთვის ფირმა "Joma"-მ სამი ფერის ფორმის კომპლექტი დაამზადა (ყვითელი, ცისფერი და თეთრი), რომელზეც ერთინი უკრაინის რუკაა გამოსახული, უკან კი აწერია: "დიდება უკრაინას!"

ამ ფორმით უკრაინის ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ანდრეი პაველკომ განაცხადა, რომ მაისურზე ერთიანი უკრაინის რუკა ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოს წარმოადგენს - ოკუპირებული ყირიმის, დონეცკის და ლუგანსკის ჩათვლით, ხოლო წარწერა "დიდება უკრინას!" შეესაბმება ლოზუნგს - "დიდება გმირებს!"

ამან რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს გაღიზიანება გამოიწვია. დეპუტატმა დმიტრი სვიშევმა თქვა, რომ ეს პოლიტიკური პოზიციის გ
ამოხატვაა, უეფამ უკრინას ამ ფორმით თამაშის უფლება არ უნდა მისცეს და საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმეში ჩარევისაკენ მოუწოდა.

ყოფილმა მოკრივემ, ნიკოლაი ვალუევმა აღნიშნა, რომ უკრაინელებმა რამდენიც უნდათ შეუძლიათ იოცნებონ, ყირიმი რუსეთია, იქაური მოსახლეობა რუსეთის ნაკრებს გულშემატკივრობს და სპორტი და პოლიტიკა გამიჯნული უნდა იყოს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
რუსების გაღიზიანება ალბათ ყირიმმა გამოიწვია რომელიც დღეს უკვე რუსეთის ფედერაციის ნაწილია უნდა ამის აღიარება ვინმეს თუ არა - ეს ის ყირიმია რომელიც ხრუშოვმა 1954 წელს ჩამოაჭრა რუსეთს და მიუერთა უკრაინას
28
ყველამ ვიცით რომ ყირიმი უკრაინაა, მაგრამ მოსახლეობა რუსეთს უჭერს მხარს . გაგიჟდები კაცი
რუსეთი ოკუპანტია
23:20 06-06-2021
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული