ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრების 3:0 დამარცხების შემდეგ ნიდერლანდელთა მწვრთნელი ფრანკ დე ბური შეგულიანდა და განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის სტარტზე უკრაინას უთუოდ მოუგებენ და ანგარიშიც კი დაასახელა - 3:1. ამაზე კომენტარი უკრაინის ეროვნული გუნდის თავკაცმა ანდრეი შევჩენკომ გააკეთა.
"ამას მე მშვიდად ვხვდები. ეტყობა, რაღაც ისეთი იცის, რაც მე არ ვიცი. რთული ჯგუფი გვაქვს და ყველა მეტოქეს პატივისცემით ვეკიდებით, მძიმე თამაშები იქნება და მათთვის ვემზადებით.
არავითარ ეიფორიაში არ ვიმყოფებით. მომზადების სამი ფაზა გავიარეთ, ფეხბურთელების მზადყოფნით კმაყოფილი ვარ. ახლა სხვა დონის გუნდებს შევხვდებით,
ეს ბიჭებს შესანიშნავად ესმით", - ციტირებს შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის საიტი.
ნიდერლანდებისა და უკრაინის ნაკრებების დაპირისპირება 13 ივნისს ამსტერდამში გაიმართება.