უეფამ უკრაინის ნაკრებს ფორმაში ცვლილების შეტანა მოსთხოვა

AutoSharing Option
რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის გასაჩივრების შემდეგ უეფამ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას ევრო 2020-ის ოფიციალური ფორმიდან ერთ-ერთი ფრაზის ამოღება მოსთხოვა.

დევიზი "დიდება უკრაინას" მაისურზე დარჩება, რადგან ის არაპოლიტიკურად იქნა შეფასებული. რაც შეეხება მეორე ფრაზას - "დიდება გმირებს", უეფამ უკრაინელებს მისი ამოღება მოსთხოვა, რადგან პოლიტიკურ შინაარსს შეიცავს.

იქამდე უეფამ უკრაინის გუნდს მთლიანი ფრაზის წაშლა მოსთხოვა, თუმცა გადაწყვეტილება შეიცვალა. ახლა კი უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია მოლაპარაკებებს მართავს, რათა "დიდება გმირებს" ასევე დარჩეს მაისურებზე...

მომზადებულია championat.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 12 /
უეფა და ზოგადად ყველა სპორტული ორგანიზაცია თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკისგან - სწორეა უეფას გადაწყვეტილება კიდე ლაითად მიუდგა უკრაინელებს რომ მარტო "გმირებს" უპროტესტებს - ხვალ რომ რუსეთმა რუსეთის ფედერაცია ყირიმთან ერთად გამოსახოს ჩაერევა მერე უეფა? - ლოგიკურად ალბათ უკვე ვერა, თუ ერთზე დუმხარ მეორეზე ხმას ვეღარ ამოიღებ - ამაშია საქმე
9
დიდება გმირებს არც ეხლა არ აწერია, დიდება უკრაინის გაგრძელებად იხმარება სამხედრო პურების ღვაწლის აღსანიშნავად
Dato
19:01 10-06-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული