ერიკსენი სიკვდილს გადაურჩა - დანიამ საეჭვო პენალტი ვერ გამოიყენა და დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფში ფინეთმა გასვლაზე დანია 1:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, 44-ე წუთზე კი მათი ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი მოედანზე უგონოდ დაეცა და საბედნიეროდ ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს. ფეხბურთელთა თხოვნითა და უეფას ნებართვით მატჩი მოგვიანებით განახლდა. ერიკსენი იონსენმა შეცვალა. რა თქმა უნდა, ასეთი სტრესის შემდეგ გუნდებისთვის და მეტადრე დანიელებისთვის თამაში ფსიქოლოგიურად ადვილი არ იყო.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე დანიელებმა დიდი ძალებით შეუტიეს, გოლი კი პირველივე სახიფათო მომენტიდან ფინელებმა გაიტანეს - პოჰაინპალოს თავით დარტყმული არგასაშვები ბურთი შმეიხელმა გაუშვა. 73-ე წუთზე
მსაჯმა ტეილორმა სტუმართა კარში საეჭვო პენალტი დანიშნა, რამეთუ ისე მოჩანდა, მცველ არაიურის პოულსენი არ წაუქცევია, მაგრამ ჰეიბერგს თერტმეტმეტრიანის გატანა მეკარე ჰრადეცკიმ არ დაანება.

დარჩენილ დროში დანიელებს ცდა არ დაუკლიათ, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს და ტურნირის დებიუტანტთან დამარცხდნენ.

აღსანიშნავია, რომ დანიამ კარში 23-ჯერ დაარტყა, ხოლო ფინეთმა - ერთხელ.

კოპენჰაგენი. „პარკენი“
დანია - ფინეთი 0:1
გოლი: პოჰაინპალო (62)
გამოუყენებელი პენალტი: ჰეიბერგი (74)

მკითხველის კომენტარები / 3 /
აღარ უნდა გაეგრძელებინათ.თამაშის გული,ვიღას ექნებოდა.
სოსო
00:55 13-06-2021
6
ვითომ ასე ალალბედზე გავიდნენ ჯგუფიდან?
ჩაწოდების დროს წინ მარტო ერთი ალვის ხე კი არ ყავდათ-ჩაწოდების მომენტში ხაზზე იყვნენ 2 თავით მოთამაშე დამდგარი,უკვე პოზიცია ეკავათ..ესაა ყველაფერი-ჩვენს ფეხბურთს დაპროგრამება აკლია,ალალბედზე ჩაწოდებას ჯობია უკან პასი გააკეთო(სიმწრით ატანილი ბურთს 95% კარგავ)
ან ამ მაღალი ფორვარდით რო შე...ს ვაისმა და ახლა ესენიც ეძებენ..ნელ-ნელა ისევ 2 ფორვარდით თამაში ბრუნდება(ნუ თუ დროგბა ან სუარესი გყავს მაშინ ხო)
Levani
00:07 13-06-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული