პოჰიანპალო: რუსეთთანაც შეგვიძლია გაგაოცოთ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე ფინეთმა დანია 1:0 დაამარცხა, ნამატჩევს კი კომენტარი გოლის ავტორმა იოელ პოჰიანპალო გააკეთა:

"ქაღალდზე რუსეთი უფრო ძლიერია. პლუს სტუმრად ვითამაშებთ. ასე რომ, ადვილი არ იქნება.

დღეს ყველამ დავინახეთ, რომ გამარჯვება შეგვიძლია. ახლა რუსეთში გავემგზავრებით. მეტოქის შესასწავლად და მოსამზადებლად სამი დღე გვაქვს. ვფიქრობ, ფინეთიდან ჩვენს მხარდასაჭერად ბევრი გულშემატკივარი ჩამოვა. თუმცა, უნდა ვნახოთ, კორონავირუსთან დაკავშირებით როგორი სიტუაცია იქნება. ყველა შეძლებს თუ არა გამგზავრებას. ბევრისთვის ეს ძვირი სიამოვნება იქნება.

ჩვენი ქომაგების გახარებას შევეცდებით. რუსეთთან კარგა ხანია არ გვითამაშია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ
შეგვიძლია გაგაოცოთ", - განუცხადა პოჰიანპალომ Sport24-ს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
1939-40 წლების ზამთრის ომში გაგვაოცეთ უკვე რუსეთთან და ახლაც არ გაგვიკვირდება
რაბუ
12:05 14-06-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული