ერიკსენი დანებებას არ აპირებს და სურს, ბელგიასთან ნაკრებს უქომაგოს

AutoSharing Option
იტალიური la gazzeta dello sport-ი "ინტერის" ფეხბურთელ კრისტიან ერიკსენის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს და ფეხბურთელის აგენტ შუტსის კომენტარს აქვეყნებს:

"ყველას, პირველ რიგში კი, თავად კრისტიანს, გვსურს გავიგოთ, რა მოხდა. ამისთვის კვლევები მიმდინარეობს. ის ბედნიერია, რადგანაც ყველასგან დიდ სიყვარულს გრძნობს. ერიქსენმა მხარდაჭერა მთელი მსოფლიოდან მიიღო - მეგობრები, ყოფილი მწვრთნელები, სპონსორები...

კრისტიანი ამბობს, რომ არ დანებდება! ახლა მან უბრალოდ უნდა დაისვენოს - მეუღლე და მშობლები ფეხბურთელთან ერთად არიან. ფეხბურთელი აპირებს, ბელგიელების წინააღმდეგ საკუთარ ნაკრებს უქომაგოს".

შეგახსენებთ, კრისტიან ერიქსენი ევროპის მიმდინარე ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში,
ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ, მოედანზე უგონოდ დაეცა. ფეხბურთელს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 109 მატჩში 39 გოლი აქვს გატანილი. დანიელები მეორე ტურის შეხვედრას 17 ივნისს, ბელგიის ნაკრების წინაღმდეგ გამართავენ.

altერიკსენი სიკვდილს გადაურჩა - დანიამ საეჭვო პენალტი ვერ გამოიყენა და დამარცხდა [VIDEO]

altერიკსენი გადარჩა, მატჩი გაგრძელდება

altერიკსენს შესაძლოა, ფეხბურთის თამაში აეკრძალოს?! ავტორიტეტული გამოცემა სამწუხარო სიახლეს ავრცელებს



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული