ავსტრიის ნაკრების თავდამსხმელმა მარკო არნაუტოვიჩმა "ინსტაგრამის" საშუალებით მაკედონიელი ფეხბურთელების მიმართ გამოთქმული უხეში სიტყვების გამო ბოდიში მოიხადა.
"ემოციების მოზღვავებისას რამდენიმე უხეში სიტყვა ვთქვი, რის გამოც ბოდიში მინდა მოვიხადო - განსაკუთრებით, ალბანელი და მაკედონიელი მეგობრების წინაშე. ერთი რამ პირდაპირ მინდა განვაცხადო - მე რასისტი არ ვარ. მეგობრები თითქმის ყველა ქვეყანაში მყავს და მრავალფეროვნების წინააღმდეგ არ გამოვდივარ. ვინც მიცნობს, ამის შესახებ ყველამ იცის", - დაწერა არნაუტოვიჩმა.
მატჩის შემდეგ სერბული წარმოშობის არნაუტოვიჩს ბრალს ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთელების შეურაცხყოფაში სდებდნენ. მედიის განცხადებით, ავსტრიის ნაკრების ფორვარდმა მესამე
გოლის შემდეგ ეთნიკურად ალბანელი აგზონ ბეიტულაი და ეჟჯან ალიოსკი შეურაცხყო.
ავსტრიამ მაკედონიას 3:1 მოუგო, მესამე გოლი სწორედ არნაუტოვიჩმა გაიტანა და სხვადასხვა ფრაზასთან ერთად ყვიროდა, რომ მთელი მაკედონიის ყიდვა შეეძლო, გუნდის კაპიტანი დავიდ ალაბა კი მისი პირის დაფარვას ხელით ცდილობდა, რათა სკანდალისთვის თავი აერიდებინა, მაგრამ ვერ მოახერხა.
მეორე მხარეს კი მაკედონიელებმა უეფას მიმართეს და შემთხვევის გამოძიება მოითხოვეს. როგორც ადგილობრივი პრესა იუწყება, ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაცია სპეციალურ სარჩელს ამზადებს.
მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით
ისე მართლა რო იყოდოს და ყველა გაადეპორტოს :)
არნავუთ ბევრ ბალკანურ ენაზე მათ შორის თურქულადაც ალბანელს ნიშნავს )))
ანუ ჩვენებურად რომ ვთარგმნოთ არნავუტოვიჩი გვარად არის ალბანელიშვილი ან ალბაბელისძე )))