რონალდოს რეკორდები, დუბლი - უნგრეთმა პორტუგალიასთან თამაში ბოლო 6 წუთში წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში, პირთამდე სავსე „პუშკაშ არენაზე“ პორტუგალიამ უნგრეთი 3:0 დაამარცხა.

სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს და ჟოტამ ორი მომენტი გაანიავა. პორტუგალია თანდათან ზეწოლას ზრდიდა, ცალკარა თამაში მიდიოდა და მასპინძლები კონტრიერიშების მიტანასაც კი ვერ ახერხებდნენ. ტაიმის დასასრულს ჯერ ჟოტას კიდევ ერთი შანსი მიეცა, მაგრამ მეკარემ გატანა არ დაანება, შემდეგ კი რონალდომ რამდენიმე მეტრიდან ვერ უწია მიზანს და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

შესვენების შემდეგ მადიარები თავს კიდევ უფრო უკეთ იცავდნენ, კონტრშეტევებით პასუხობდნენ და შეცვლაზე შესულმა შიონმა გოლიც გაიტანა, მაგრამ ლაინსმენმა
თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ეს, ალბათ, შეხვედრაში გადამწყვეტი ეპიზოდი გამოდგა. ცოტა ხანში რაფაელ გერეირომ პორტუგალია დააწინაურა, მერე რონალდომ რაფა სილვას მოპოვებული პენალტი გამოიყენა, კომპენსირებულ დროში დუბლი შეასრულა და ლუზიტანებმა გაიმარჯვეს.

ბუდაპეშტი. “პუშკაშ არენა“. 61 000 მაყურებელი
უნგრეთი - პორტუგალია 0:3
გოლები: 0:1 რაფაელ გერეირო (84), 0:2 რონალდო (87, პენ), 0:3 რონალდო (90+2)

დღეს ამავე ჯგუფში საფრანგეთი და გერმანია დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

. რონალდო პირველი ფეხბურთელია, რომელმაც კონტინენტის 5 პირველობაზე ითამაშა.
. კრიშტიანომ ტურნირზე მე-11 გოლი გაიტანა და პლატინის რეკორდი დაამხო.
. მან ეროვნულ გუნდში 106 გოლი გაიტანა და მსოფლიოს რეკორდამდე 3 გოლი უკლია.
. რონალდო ტურნირზე დუბლის შემსრულებელი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია - 36 წლის და 130 დღის. აქამდე რეკორდი შევჩენკოს ეკუთვნოდა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
უნგრეთის გოლი თამაშგარე იყო და ის პენატიც დასადები იყო. რონალდუს ეპიზოდზე ვინც ლაპარაკობს დააკვირდეს გამეორებას, მცველი ჩარჩენილი იყო და მერე ცდილობდა გასვლას. იგივე თამაშში მესი ყოფილიყო აქეთ მსაჯს დაადანაშაულებდა ზოგი უნგრელს ხელზე რომ მოვდა პენალტი რატომ არ დადესო
Nick
16 ივნისი 2021 14:53
0
ზოგიერთი ჭკუისკოლოფის აზრით ვარზე უკეთესად ხედავენ აფსაიდებს,პენალტებს და სხვა.მაგრამ იმდენად გაღიზიანებთ ფეხბურთის მსოფლიო რეკორდსმენის წარმატებები გამწარებულებმა აღარ იცით რა თქვათ.დაიმახსოვრეთ და შეეგუეთ რომ მფრინავი უდიდესი მოვლენაა არა მარტო ფეხბურთში არამედ სპორტში და საერთოდ ყველაზე პოპულარული პერსონაა.
ასეა ეს
16 ივნისი 2021 11:25
0
უნგრეთს თამაში მსაჯმა წააგებინა, სად იყო უნგრეთის მიერ გატანილი გოლის დროს თამაშგარე. ან ის პენალტი დასადები იყო? უბრალოთ უნგრეთი ფსიქოლოგიურად გატყდა და ამიტომ წააგო.პატარა ერებს ერჩიან და არ ახარებენ, ეს არის დღევანდელი ფეხბურთის დაუწერელი კანონი.მსაჯები ყოველთვის ძლიერის მხარეს არიან.
gio
15 ივნისი 2021 22:20
49
პორტუგალია რამხელაა იცი?
Musenbezi
16 ივნისი 2021 12:24
0
თერთმეტმეტრიანი ნამდილად არ იყო. ყოველ შემთხვევაში, უნგრელების მაგივრად რომ ყოფილიყვნენ გერმანელები, ფრანგები, იტალიელები, ინგლისელები, ნიდერლანდები ამ პენალტს თურქი არ დადებდა არავითარ შემთხვევაში და ვერ დადებდა. თან რა დროს! წერტილი დაასმევინა მოგებაზე პორტუგალიას!
გიო
16 ივნისი 2021 11:31
1
ყველა გამოხმაურება
Ramdeni rekordi ramdeni. Sagol roni sagol
Milani
15 ივნისი 2021 22:08
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული