ორივე გუნდი პირველ ტურში დამარცხდა და ამ მატჩს მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. შეხვედრა უკრაინელთა შტურმით დაიწყო, მომენტები მრავლად შეიქმნა, ცხადი შეიქნა, რომ მოედანზე ორი სხვადასხვა კლასის გუნდი იყო და შევჩენკოს კრებულმა პირველი ტაიმი იარმოლენკოსა და იარემჩუკის გოლებით 2:0 მოიგო.
მეორე ტაიმში სიტუაცია მოულოდნელად მკვეთრად შეიცვალა. დასაწყისში პანდევმა პენალტი მოინადირა, ალიოსკის შესრულებული თერთმეტმეტრიანი მეკარე ბუშანმა მოიგერია, დამატებაზე კი ყველას ალიოსკიმ დაასწრო და ანგარიში შეამცირა. შემდეგ შევჩენკომ გოლის ავტორები იარმოლენკო და იარემჩუკი ბესედინით და ციგანკოვით შეცვალა და ტაქტიკა 4-3-3-დან 4-2-3-1-ზე გადააწყო, თამაში დააწყნარა, პირველი ტაიმის რიტმში დააბრუნა და ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ მსაჯმა ხელით თამაშისთვის ამჯერად პენალტი მაკედონიელთა კარში დანიშნა. მალინოვსკის გოლის გატანა დიმიტრიევსკიმ არ დაანება. ბოლოს მაკედონიელები ქულის მოპოვებას ეცადნენ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ და დამარცხდნენ.
ბუქარესტი. „ნაციონალა“
უკრაინა - ჩრდ. მაკედონია 2:1
გოლები: 1:0 იარმოლენკო (29), 2:0 იარემჩუკი (34), 2:1 ალიოსკი (57)
გამოუყენებელი პენალტი: ალიოსკი (57), მალინოვსკი (84)
დღეს ამავე ჯგუფში ერთმანეთს ნიდერლანდები და ავსტრია დაუპირისპირდებიან.
უკრაინის ნაკრებში კონფლიქტზე წერენ - შევჩენკო ყველაფერს უარყოფს