Путин хуйло! უკრაინელებმა გაიმარჯვეს და პუტინიც შეურაცხყვეს - რუსები შოკში არიან

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ბუქარესტში უკრაინის ნაკრებმა ჩრდილოეთი მაკედონია 2:1 დაამარცხა. „პუშკაშ არენაზე“ ბევრი უკრაინელი გულშემტკივარი იყო და თამაშის დაწყებისთანავე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეურაცხყოფა დაიწყეს, უშვერი სიტყვებით აგინებდნენ და ლეგენდარული Путин хуйло-ც დასჭექეს. სტადიონზე რუსი ჟურნალისტები იმყოფებოდნენ, რომელთაც ეს უმალ შეატყობინეს თავიანთ გამოცემებს და ერთი ამბავი ატყდა. სახელმწიფო სათათბიროს ფიზიკური კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა დმიტრი სვიშევმა უეფას ზომების მიღებისაკენ მოუწოდა. ისე როგორ იქნებოდა, თავისი მტკიცე პროტესტი ფიფას ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ვიაჩესლავ კოლოსკოვს არ გამოეთქვა.

„უეფა ამ
ინციდენტში უნდა გაერკვეს. მთავარია, მატჩის დელეგატმა ეს რაპორტში შეიტანოს. აი, მთელი განსხვავება ჩვენსა და მათ ქომაგებს შორის - ჩვენები მხარს უჭერენ და პრაქტიკულად გულშემატკივრობენ უკრაინას.

უბრალოდ ვიღაც ნაძირლები არიან. სუფთა ხულიგნობაა, რომელსაც დისციპლინარული განხილვა უნდა მოჰყვეს“, - ციტირებს კოლოსკოვს Sport24.

აღშფოთდა ოლიმპიური ჩემპიონი და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი სვეტლანა ჟუროვა. მან მომხდარს დაგეგმილი აქცია უწოდა:

„ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ პიროვნების შეურაცხყოფისა და პრეზიდენტის ღირსების შელახვის გამო სასამართლოში უნდა იჩივლოს. ამის ასე უბრალოდ დატოვება არ შეიძლება. ასევე დასაშვებია დიპლომატიური პროტესტის ნოტის გაგზავნა არა მარტო უკრაინისთვის, არამედ ქვეყნისთვის, სადაც მატჩი გაიმართა - რუმინეთისთვის.

ორგანიზატორებს ამის აღკვეთა შეეძლოთ და როგორც მინიმუმ, შენიშვნა უნდა გაეკეთებინათ. უკრაინა ჩრდილოეთ მაკედონიას ეთამაშება და აქ საერთოდ რა შუაშია რუსეთი? რამ გაახსენათ პუტინი? მე ეს არ მესმის“.

უკრაინულმა ua-football-მა ეს ამბავი ხალისიანად მიმოიხილა და წერილს სათაური წარუმძღვარა: Путин – не х**ло?

შეგახსენებთ, რუსეთისა და ბელგიის მატჩისას ლვოვის ფან-ზონაში რუსეთის ნაკრების კარში გატანილი ყოველი გოლის შემდეგ ფანებს უფასო ლუდით უმასპინძლდებოდნენ.

მკითხველის კომენტარები / 39 /
მნიშვნელობა არ ააქვს რა ღონისძიება, პუტინი ყოველთვის გვახსოვს ჩვენც და უკრაინელებსაც
არაგველი
11:47 22-06-2021
0
არის და რა ვქნათ
შაკო
12:19 21-06-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული