დე ბრუინს კარგი ჩემპიონატი აქვს, მოურინიოს კი მისი გაშვება ისევ შეახსენეს...

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიღებული ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამოტოვა, "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველ კევინ დე ბრუინს გამორჩეული ჯგუფური ეტაპი აქვს.

ბელგიის ნაკრების ლიდერის მონაწილეობით ოთხი გოლი გავიდა - ერთხელ გაიტანა, ორი საგოლე პასი შეასრულა, ერთხელ კი, მისი დარტყმის შემდეგ, მეტოქემ (ფინეთის ნაკრების ფეხბურთელმა) ავტოგოლი გაიტანა.

"სიტის" 29 წლის მოთამაშე არა მხოლოდ თამაშს ამწვავებს და საჯარიმოში არაერთ პასს აკეთებს, ართმევაზეც მშვენივრად გამოიყურება და საკუთარი ნაკრების ახალ შეტევას საფუძველს უდებს.

manchestereveningnews-ი ჟოზე მოურინიოს კომენტარს აქვეყნებს. პორტუგალიელი სპეციალისტი ბელგიელი
ფეხბურთელის "ჩელსიდან" გაშვების მიზეზებზე საუბრობს:

"დე ბრუინი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ყველა მატჩის თითოეული წუთის გამართვა სურდა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ამის შემდეგ ის წავიდა "ვოლფსბურგში", რადგან გერმანიაში თავს მანამდეც კარგად გრძნობდა. კევინი მსოფლიოს 5 საუკეთესო მოთამაშეში შედის!"

კევინ დე ბრუინი "ვერდერიდან" "ჩელსიში" 2013 წელს გადავიდა, თუმცა გუნდში თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია. ბელგიელი ფეხბურთელი 2015 წლიდან "მანჩესტერ სიტის" ლიდერია.

altბელგიამ უსუსური რუსეთი სტუმრად გაანადგურა [VIDEO]

altტრავმა მოირჩინა, შევიდა და თამაში შემოატრიალა - დე ბრუინი ბელგიელთა გმირია [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯერ ერთი მაშინ პატარა იყო და მუდმივად ვერ ითამაშებდა, მაგრამ თქვენ ხო შეგიძლიათ გადაამოწმოთ ათამაშებდა თუ არა? ან ვისთან უწევდა კონკურენცია?( მოურინიოზე რომ გაჟრიალებთ ეგ გავიგეთ)
გიო
12:56 23-06-2021
1
კიდე განსაკუთრებულს რომ ეძახიან ეგ არის ღადაობა.... ამნაირ ნიჭს რომ ვერ დაინახავ ფეხბურთელში თავი სად გაქვს გამოსაყოფი... განა რა კონკურენტი ყავდა ისეთი რომ ამის ადგილი ვერ გამოინახა... დაილოცოს ანჩელოტი.
რომა
11:21 24-06-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული