ტანში ჟრუანტელი რომ დაგივლის - უნგრეთის ნაკრების კაპიტნის სიტყვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 23 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, უნგრეთის ნაკრები გერმანიას ეომა და რისი მიზეზიც, როგორც ჩანს, გუნდის კაპიტან ადამ სალაის სიტყვები იყო, რომელიც ნამდვილი ლიდერია და გუნდის დაქოქვა არ უჭირს...

არ ვიცით რა უთხრა ადამმა გუნდელებს გერმანიასთან თამაშის წინ, სამგიეროდ ვიცით როგორ მიმართა მათ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩის (ისლანდიასთან) დაწყების წინ...

"აქ მოხვედრა ძალიან გვინდოდა და აი, აქ ვართ. ეს ჩვენთვის გადამწყვეტი მატჩია. 8 საათში სახლებში ვიქნებით. ხედავთ, კორონავირუსის გამო ადამიანები სამსახურებს კარგავენ, კორონავირუსის გამო ადამიანებს
უფრო ნაკლებს უხდიან, ჩვენ კი 90 თუ 120 წუთში ამ წლის შეცვლა შეგვიძლია.

ეს ჩვენთვის ზეწოლა არ უნდა იყოს, პირიქით - ეს შანსი და სიხარულია. ამ 120 წუთის განმავლობაში ყველა ჩვენგანს აქვს სამსახური, რომლითაც მთელი წლის შეცვლა შეგვიძლია, მთელი წლის, გესმით!! ამ თამაშს თვალს 14 მილიონი უნგრელი მიადევნებს და ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია! როგორ მივაღწევთ ამ მიზანს?! როგორ და დღეს არცერთი ჩვენგანი არ დაიღლება! არცერთი ჩვენგანი არ წააგებს ორთაბრძოლას! მიწაზე არცერთი ჩვენგანი არ დაეცემა!

დღეს მინდა ვნახოთ, რომ ჩვენ გლადიატორები ვართ! რაც უნდა მოხდეს, რაც უნდა მოხდეს, არ დავიღლებით! და ვინც სათადარიგოთა სკამზე რჩებიან, ისინიც წყვეტენ მატჩის ბედს! წინ, უნგრელებო!!!"

მკითხველის კომენტარები / 12 /
მართალია, ძველი ჩანაწერია. ეს ჩვენ რომ მაკედონიას ვხვდებოდით, იმ დღისაა. და მართლაც მატჩის ბოლოს შეძლეს გამარჯვების მოპოვება. პუშკაშის და ჰიდეგკუტის მერე, ფლორიან ალბერტი და ბენე მახსოვდა 1966 წლიდან. ნახევარ საუკუნეზე მეტი დრო დაჭირდათ, რომ ისევ შედარებით ნორმალური გუნდი შეეკრათ. ასეთი გულანთებული კაპიტანი ბევრი არ მინახავს, საღოლ!
alexandre
25 ივნისი 2021 12:46
1
5 0 ............
ჯეკო
24 ივნისი 2021 18:21
2
აშკარად ძველი ვიდეოა და არა გერმანიის წინ იმიტომ, რომ იძახის 90 ან 120 წუთიო, მაგრამ ეს მთავარს არ ცვლის. ბრავო!
გიო
24 ივნისი 2021 18:11
12
WOW! ძალიან მაგარია. აქამდე მეგონა მარტო ფილმებში ხდებოდა ესე......ყოჩაღ!!!
ვახო
24 ივნისი 2021 18:10
1
რამხელა მნიშვნელობა აქვს გასახდელში სიტუაციას.არადა უნგრელები მშვიდი ხალხიაო.ტიოი ბუცებიდან ამოხტა,ისეთ დღეში იყო.ბრავო,ჯიგრები ხართ.შედეგიც--სულ ცოტა დააკლდათ მოგებამდე
კახა ქ.
24 ივნისი 2021 17:53
1
ეგ ისლანდიასთან მატჩის წინ ნათქვამი სიტყვებია, ევრო 2020-ზე მოსახვედრი ფლეი-ოფის ფინალის! თუმცა გერმანიასთანაც ანალოგიური იქნებოდა, ალბათ უფრო ძლიერიც!
გიგი
24 ივნისი 2021 17:32
1
ეხლა ძააან დამაინტერესა მაკედონიასთან ჩვენების სამოტივაციო სიტყვა
beqa
24 ივნისი 2021 16:54
1
ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს ანახეთ განსაკუთრებით ცისარტყელას სამკლაურიანს რომელსაც ვიტესში ძალიან ვგულშემატკივრობდი მაგრამ სამწუხაროდ მისი საქციელით საქართველოში ბევრი გაანაწყენა
tk
24 ივნისი 2021 18:06
21
მაყუთი ჩარიცხულია ბიჭებო არ ინერვიულოთ ბურთი მრგვალია ხან წააგებ ხან წააგებ.
me
24 ივნისი 2021 17:37
3
ყოჩაღ! შემართებაც ასეთი უნდა!
გიორგი
24 ივნისი 2021 16:53
1
ასეთი სიტყვებით თუ მიმართა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჩ. მაკედონიასთან მატჩის წინ?!
არ დაბლოკოთ
24 ივნისი 2021 16:46
0
ბრავო!!!!!!! აი ეს არის კაპიტანი!!!! და ეს არის ქვეყნისთვის თამაშის განცდა!!!!!! ყოჩაღ უნგრელებს!!!!!!!
კონსტანტინე თავართქილაძე
24 ივნისი 2021 16:41
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული