რონალდოს პელემ მიულოცა და ბოთლი გაარტყეს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთთან მატჩში (2:2) პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა რონალდომ დუბლი შეასრულა, ეროვნულ გუნდში 109-ე გოლი გაიტანა და მსოფლიოს რეკორდსმენ ალი დაეის დაეწია. მიღწევა კრიშტიანოს ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ მიულოცა.

"მორიგ რეკორდს გილოცავ. შენ გგულშემატკივრობ!", - წერს პელე თავის "ინსტაგრამზე".

გოლის ზეიმისას რონალდოს ბოთლი გაარტყეს, რაც RMC Sport-მა დააფიქსირა. შეგახსენებთ, უნგრეთთან ნამატჩევს (3:0) ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მან მაგიდაზე ტურნირის სპონსორ "კოკა კოლასა" და წყლის ბოთლები გასწია, რამაც რეზონანსი გამოიწვია.

მკითხველის კომენტარები / 9 /
რა თქმა უნდა რონალდუ გამარჯვებაა,სიხარულია,ლიდერია საკუთარი ხალხის სიყვარულია ხოლო მესი პირიქითაა და გადამწყვეტ თამაშებს ყოველთვის აგებს.ამიტომაც მისი ზედმეტი სახელია მისტერ 2-8.ასეთი ისტორიული წაგება მხოლოდ მესის გუნდს შეუძლია,აღარაფერს ვამბობ 0-4ზე და 0-3ზე
cr7, 21 საუკუნის მსოფლიო მოვლენა
14:37 25-06-2021
14
სისულელეა პენალლდუს და პესის დაწერა. პელანტსაც გატანა უნდა. ნახეთ სტატისტისტიკა მესის რამდენი აქვს დარტმული და გაფუჭებული და რონალდუს რამდენი. მესის უფრო მეტი პენატი აქვს დარტმული და გაფუჭებულიც. ორივე ფეხბურთელი ფენომენალურია და მხოლოდ გემოვნების საკითხია რომელი გირჩევნია
Nick
14:04 25-06-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული