რონალდოს პელემ მიულოცა და ბოთლი გაარტყეს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთთან მატჩში (2:2) პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა რონალდომ დუბლი შეასრულა, ეროვნულ გუნდში 109-ე გოლი გაიტანა და მსოფლიოს რეკორდსმენ ალი დაეის დაეწია. მიღწევა კრიშტიანოს ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ მიულოცა.

"მორიგ რეკორდს გილოცავ. შენ გგულშემატკივრობ!", - წერს პელე თავის "ინსტაგრამზე".

გოლის ზეიმისას რონალდოს ბოთლი გაარტყეს, რაც RMC Sport-მა დააფიქსირა. შეგახსენებთ, უნგრეთთან ნამატჩევს (3:0) ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მან მაგიდაზე ტურნირის სპონსორ "კოკა კოლასა" და წყლის ბოთლები გასწია, რამაც რეზონანსი გამოიწვია.

მკითხველის კომენტარები / 9 /
როდესაც კოსმოსურ რეკორდთანა გვაქვს საქმე იქ მესის ხსენება უადგილოა და არასწორად მიმაჩნია.თავი დაანებეთ ამ ორი გენიოსის ერთმანეთთან დაპირისპირებას.თვითეულს ოდიდესი დამსახურება მიუძღვის მსოფლიოს წინაშე.
ბედნიერებაა მათი ყურება
10:03 25-06-2021
5
სისულელეა პენალლდუს და პესის დაწერა. პელანტსაც გატანა უნდა. ნახეთ სტატისტისტიკა მესის რამდენი აქვს დარტმული და გაფუჭებული და რონალდუს რამდენი. მესის უფრო მეტი პენატი აქვს დარტმული და გაფუჭებულიც. ორივე ფეხბურთელი ფენომენალურია და მხოლოდ გემოვნების საკითხია რომელი გირჩევნია
Nick
14:04 25-06-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული