არის პირველი სენსაცია - ჩეხეთმა ნიდერლანდებს სძლია და 1/4 ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში ჩეხეთმა ნიდერლანდები 2:0 დაამარცხა.

ჩეხეთმა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს არაფერი დაუთმო, პირველ ტაიმში თითქმის ტოლ-სწორად ეთამაშა, თანაც ისე, რომ დაცვაში მთელი გუნდით არ ჩამდგარა, მოედნის ცენტრშიც კარგად მოქმედებდა და უტევდა კიდეც. „ნარინჯისფერთა“ გარემარბები, აგრეთვე ვეინალდუმი და დეპაი განეიტრალებულები იყვნენ, მეტოქისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ და შესვენებაზე გუნდები უგოლოდ გავიდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში მალენი მეურვეებს გაექცა, მაგრამ მეკარე ვაცლიკმა იმარჯვა და გოლის გატანა არ დაანება, შემდეგ კი საჯარიმოს სიახლოვეს დე ლიხტმა შიკთან ბრძოლაში ხელით ითამაშა, მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმა
დააფიქსირა და გააძევა. აქედან მოყოლებული სლავებმა შეუტიეს და ჰოლეშმა თავურით სტეკელენბურგის კარი დალაშქრა. მერე ჰოლეშის პასით შიკმა დაამწუხრა დე ბურის გუნდი და გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა. მან მიმდინარე ტურნირზე მეოთხე გოლი გაიტანა.

მეოთხედფინალში ჩეხეთი დანიას დაუპირისპირდება.

ბუდაპეშტი. „პუშკაშ არენა“
ნიდერლანდები - ჩეხეთი 0:2
გოლები: 0:1 ჰოლეში (68), 0:2 შიკი (79)
გაძევება: დე ლიხტი (55)

. 89 წლის მანძილზე პირველად ნიდერლანდებმა მოწინააღმდეგის კარში ვერ დაარტყა ბურთი.
. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჰოლეში დაასახელეს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რატომ არის სენსაცია?, ნიდერლანდებს ბოლო 50 წლის მანძილზე ასეთი სუსტი გუნდი არ ჰყოლიათ
giorgi 3
01:16 28-06-2021
0
რა თქმა უნდა ჰოლანდიამ თავისი უარესი მატჩი ჩაატარა ჩემპიონატზე, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მსაჯი აშკარად ჩეხებისაკენ იხრებოდა და ის გაძევებაც ამის აშკარა მაგალითია ჩეხმა ხელი ჰკრა ჰოლანდიელთა მცველს და მან დაცემის დროს ხელით ითამაშა, რათა ბურთი მოწინააღმდეგეს არ დარჩენოდა.
ჟორა
22:18 27-06-2021
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული