სანიოლი დეშამის ტაქტიკური ცვლილებებით გაკვირვებული და უკმაყოფილოა

AutoSharing Option
ევრო 2020-ის მერვედფინალში საფრანგეთის ნაკრების შვეიცარიასთან პენალტების სერიაში დამარცხების შემდეგ შეხვედრა პოპულარულ ფრანგულ გამოცემა Lequipe-თან, ტრადიციულად, საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეაფასა.

"ჯვაროსნების" თავკაცი გაკვირვებული და უკმაყოფილო, ძირითადად, დეშამის ტაქტიკური  ცვლილებებითაა:

"არ მესმის დაცვის ეს განლაგება, სამი მცველით თამაშის დაწყება როგორ უნდა აიხსნას?!
ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე მატჩი გავმართეთ, მეექვსე მოსამზადებელი ეტაპის ჩათვლით და ამ შეხვედრებში 4 სხვადასხვა ტაქტიკური სქემა ვცადეთ.

საწყისი 38 წუთის განმავლობაში, ჩვენი მოთამაშეები მინდორზე საერთოდ არ ჩანდნენ. როცა ბურთს ვაკონტროლებდით, ფრანგი ნახევარმცველები თამაშს
სათანადოთ ვერ შლიდნენ და ამწვავებდნენ. გარდა ამისა, საჰაერო ორთაბრძოლებშიც ვმარცხდებოდით."


alt"იუვენტუსის" ნახევარმცველთან ერთად თამაში გაცილებით მშვიდი გახდა" - სანიოლი საფრანგეთი-პორტუგალიის მატჩზე


altსანიოლი: "დროთა განმავლობაში ის ზიდანს ემსგავსება!"






მკითხველის კომენტარები / 9 /
ვილი, დაანებე ნუ ეკურკურები საფრანგეთის ნაკრებს, ჯერ ჩვენ გვჭირდები. აი, შე ეშმაკო შენა!
შაკო
13:32 30-06-2021
0
თუ ამდენი შეგეძლო და იცოდი იქ არ იყავი? პირველი რაც კარგად აუთვისებია ქართული ბაქი-ბუქი))
ჯაბა
11:03 30-06-2021
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული