ინგლისი-დანია 2:1 - უკეთესმა გუნდმა საკამათო პენალტით იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისმა დამატებით დროში დანია 2:1 დაამარცხა, ფინალში პირველად გავიდა და 11 ივლისს იტალიას უმასპინძლებს.

55 წლის შემდეგ პირველად, ინგლისს დიდი ტურნირის მოგება შეუძლია - ისევ "უემბლიზე"

მატჩის წინ ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ალან შირერმა განაცხადა, რომ ევროპირველობის მოგების საუკეთესო საშუალება აქვთ, თუმცა მათი დღევანდელი მეტოქე უკვე სულ სხვა კლასისა გახლდათ. მეკარე კასპერ შმეიხელმა თქვა, რომ მოწინააღმდეგეს ეს ტურნირი არასოდეს მოუგია და ფეხბურთი სახლში ვერ დაბრუნდებოდა. სხვათა შორის, „სამი ლომის“ კაპიტანს, ჰარი კეინს, კარიერაში ყველაზე მეტი გოლი სწორედ
კასპერისთვის
ჰქონდა გატანილი - 14. კასპერის მამამ, პეტერ შმეიხელმა, აღნიშნა, რომ რატომღაც მედია ფავორიტად მასპინძლებს მიიჩნევდა, თუმცა, მისი აზრით, გამარჯვების მეტი შანსი დანიას ჰქონდა.

დანიამ მოიგერია რა ბრიტანელთა სასტარტო იერიშები, ინიციატივას დაეუფლა და დამსგორმა ანგარიში გახსნა. ეს ტურნირზე ინგლისელთა პირველი გაშვებული და საერთოდ, 2000 წლის შემდეგ პლეი-ოფში საჯარიმოდან გატანილი პირველი გოლია. ინგლისმა შტურმით უპასუხა. სტერლინგს გატანა შმეიხელმა არ დაანება, სულ მალე კი ანგარიში გათანაბრდა - საკამ განივად სტერლინგს უპასა, კიაერმა ბურთი ჩაჭრა და საკუთარ კარში მიუჩინა ადგილი. ეს ტურნირზე მე-11 ავტოგოლია.

აღსანიშნავია, რომ უკრაინასთან წინა მატჩისგან განსხვავებით, ინგლისელები მეორე სართულზე ვერ ბატონობდნენ და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმი ინგლისელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა შმეიხელი. ბოლოს მთლად ცალკარა თამაში წავიდა, დანიამ გაუძლო და დამატებითი დრო დაინიშნა.

ექსტრა ტაიმში საუთგეითის გუნდმა სკანდინავიელები კვლავ საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა. სტერლინგმა პენალტი გამოიმუშავა (ცოტა არ იყოს, საკამათო). შმეიხელმა კეინის დარტყმული მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ჰარიმ ყველას დაასწრო და 2:1. დარჩენილ დროში დანიას თამაშის შემოსატრიალებლად ელემენტარულად ძალა არ ეყო და ინგლისმა საქმე მშვიდად მიიყვანა ლოგიკურ დასასრულამდე.

ლონდონი. „უემბლი“
ინგლისი - დანია 2:1 (ძირ. დრო 1:1)
გოლები: 0:1 დამსგორი (30), 1:1 კიაერი (39, საკ. კარში), 2:1 კეინი (104)
გამოუყენებელი პენალტი: კეინი (104)

. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კეინი დაასახელეს.
. პიკფორდმა 55 წლის წინ ბენქსის მიერ დამყარებული 720-წუთიანი „მშრალი სერიის“ რეკორდი დაამხო - გოლი 721-ეზე გაუშვა.
. 2000 წლის შემდეგ პირველად, ევროს ორივე ნახევარფინალში დამატებითი დრო დაინიშნა.
. კეინმა დიდ ტურნირებზე 10 გოლი გაიტანა და ინგლისელთა შორის ლინეკერის რეკორდი გაიმეორა.
. კეინი ევროპირველობაზე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც დამატებით დროში თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
მკითხველის კომენტარები / 36 /
როგორ ფიქრობ, მასეთ პენალტს ინგლისის კარში დანიშნავდა მსაჯი?
ავთო-ს
08 ივლისი 2021 09:18
3
რა იყო საკამათო? აშკარა სიმულაცია იყო
Რაგბის ფანი
08 ივლისი 2021 02:33
6
ვაჟკაცურად წააგებს ინგლისი ფინალს და ბევრს იტირებენ
გია
08 ივლისი 2021 07:58
2
გამეორების ნახვის შემდეგ მოველოდი რომ სტერლინგს ყვითელ ბარათს მისცემდნენ სიმულაციისთვის. ნეტა ვიდეორეფერიმ რომელ გამეორებას უყურა(?)….
V.A.R
08 ივლისი 2021 07:42
2
პენალტი ნამდვილად არ იყო!!! უბრალოდ უეფამ დიდ ბრიტანეთს კოჭი გაუგორა! მსაჯი ვართანაც კი არ მივიდა მომენტის გადასამოწმებლად!
aburjga
08 ივლისი 2021 12:01
4
რა შუაშია ვინ ვის ჯობდა.ფეხბურთი იმიტომაა საინტერესო რომ სუსტსაც აქწს შანსი. და არ შეიძლება ამ შანსის წართმევა....ავთო ბერთი მრგვალია რო იცოდე...დანიას ინგლისი ნეიტრალურ მოედანზე ვერ მოუგებს
ლეონსიო
08 ივლისი 2021 11:17
4
ინგლისელებს მსოფლიოში საუკეთესო შიდა ჩემპიონატი აქვთ, დახუნძლული საუკეთესო ლეგიონერებით, ფეხბურთელები მუდმივად ტონუსში არიან და უდიდეს გამოცდილებას იღებენ, თუმცა ჩემი აზრით ნიჭიერება არ ჰყოფნით, მათი თამაში მაინცდამაინც მიმზიდველი არაა. იტალიასთან ალბათ ეცდებიან როგორმე არ წააგონ და პენალტებამდე მიიყვანონ. რავიცი, არ მომწონს რეჰაგელის საბერძნეთისნაირი ჩემპიონები...
merabi-1960
08 ივლისი 2021 11:17
1
დევიდ ბექჰემი, პოლ სქოულზი, სტივენ ჯერარდი, ალან შირერი, ტონი ადამსი, დევიდ სიმენი, გარი ნევილი, სოლ კემბელი, ტედი შერინგემი, პოლ გასკოინი, გარი ლინეკერი, ფრენკ ლაპარდი, ჯონ ტერი, უეინ რუუნი, მაიკლ ოუენი, სტივ მაკმანამანი, კევინ კიგანი, გლენ ჰოდლი, ბობი ჩარლტონი, ბობ მური, ჰორჯ ბესტი, სტენლი მეთიუზი, პიტერ შილტონი, ჰარი კეინი …. ოხ ეს უნიჭოები ესენი ….
:)))))))))
ზაზა
08 ივლისი 2021 13:51
5
იტალიას თუ რაიმე უნდა ძირითადში უნდა მოიგოს,დამატებითამდე თუ მივიდა ზუსტად ისეთივე ცალკარა იქნება როგორც გუშინ,გადაუვლიან ფიზიკურად!
alex
08 ივლისი 2021 16:23
1
ჩემი აზრით უემბლის ფაქტორმა გადაწყვიტა პენალტი. არ იყო მასე გასაწირი დანია. ფინალში ,,ბახრამოვი'' დანიშნონ და ინგლისი ჩემპიონია. თუ მოიგებს ალალად შეარგოს ღმერთმა. კარგი ფინალი უნდა იყოს წესით.
ქართველი
08 ივლისი 2021 11:13
3
არ იყო პენალი ნამდვილად, კიდევ ერთხელ უსამართლოდ გასული გუნდი ფინალში. უკვე ფეხბურთის ყურებაც კი შემზიზღდა.
პელე
08 ივლისი 2021 14:05
2
პენალტის დანიშვნა არ დანიშვნაზე რომ აპელირებთ იმას რატო არ ამბობთ რომ ინგლისი ორი თავით ჯობდა მეტოქეს და დამატებითში დანია უბრალოდ იდგა, მოძრაობაც არ შეეძლოთ და ვერ გავიგე ასეთი გუნდი უნდა გასულიყი ფინალში? მარადონამ ხელით გაუტანა ინგლისს და მერე ჩემპიონი გახდა, გერმანიის კარში გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს ინგლისს ხაზს შიგნით რო იყო და გერმანია ფინალში გავიდა ჩემდეგ 2012ში და ინგლისზე ამხელა სუბიექტურები რატო ხართ.. გავიგეთ არ ქომაგობთ მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ ინგლისი არ ჯობდა დანიას !!
ავთო
08 ივლისი 2021 10:20
19
რა შუაშია ჯობდა არ ჯობდა? მანდ სადმე წერია ან ვინმეს უწერია არ ჯობდაო? ახლა ამ თემაზე გადასვლით თემა გინდათ შეცვალოთ და გინდათ გაამართლოთ ეგ პენალტი? მაშინ შევცვალოთ წესები - ვინც ჯობს თამაშით იმას პენალტები დავუდოით ხოლმე და ასე გადაწყდება :) რამდენი მაგალითია ფეხბურთში (აუარება), როცა ერთი გუნდი ჯობდა და მეორემ მოუგო. დინამოც ჯობდა ნეფტჩის, დაედოთ პენალტი ...
gizo
08 ივლისი 2021 11:01
1
მასეა ძმაო ინძაგის ოფსაიდები თუნდაც. პენალი ნამდვილად იყო სტერლინგმა წამოიკიდა დანიის ორი მცველი
ავჭალიდან
08 ივლისი 2021 11:10
16
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული