ინგლისი ხელმოწერებს აგროვებს, რათა ფინალი გამეორდეს

AutoSharing Option
ინგლისის გულშემატკივრები იმ ფაქტს, რომ ფეხბურთი სახლში არ ბრუნდება, ვერ ეგუებიან. შეგახსენებთ, "სამი ლომი" ევრო 2020-ის ფინალში იტალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

გულშემატკივრების ნაწილმა ფეხბურთელების მიმართულებით სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაც დაიწყო, მეორე მხარე კი ცდილობდა, თავი ხელში აეყვანა, რათა ყველაფრისდა მიუხედავად, ინგლისელებმა მოგებისთვის მაქსიმუმი ჩადეს.

ერთ-ერთმა გულშემატკივარმა change.org-ზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რათა ფინალი გამეორდეს.

"2021 წლის 11 ივლისს გამართული შეხვედრა სამართლიანი არ იყო" - წერს ავტორი.

"იტალიელმა შეხვედრის მიწურულს ინგლისელი ფეხბურთელი ისე დაიჭირა, თითქოს ის მისი მონა ყოფილიყო. აქ მას წითელი
ბარათი უნდა მიეღო, შეხვედრა კი განმეორებით უნდა გაიმართოს, არბიტრად კი ობიექტური ვინმე უნდა დანიშნონ".

პეტიციას ხელი 75 000-მა გულშემატკივარმა მოაწერა. აღსანიშნავია, რომ ხელმოწერების რაოდენობა სწრაფად იმატებს.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 20 /
66ს ფინალით დავიწყოთ და 81 ში ლივერპული რო გაგვექცა ეგეც იყოს
66
14 ივლისი 2021 12:44
0
ჯერ დანიელების ხელმოწერებს განიხილავს უეფა უნამუსოდ რო გაუშვეს სახლში. მოეგოთ ალალად და კაცურად გასულიყვნენ ფინალში ინგლისელები. მსოფლიო ჩემპიონი კი გახადეს ძლით ახლა მაინც ხოა ვარი და კამერები მაგრამ რათ გინდა მერე.
ქართველი
14 ივლისი 2021 10:23
0
გასაგდები ნაღდად იყო.
სტალინი
14 ივლისი 2021 10:15
1
ვაი თქვენს პატრონს...
ვა ჰაა ჰაა
14 ივლისი 2021 09:50
0
ვაი თქვენს პატრონს!!!!
პიტერ შმეიხელი
14 ივლისი 2021 09:43
0
დედოფლის ხელმოწერაც არ დაგავიწყდეთ!!!!!!
mamuka
13 ივლისი 2021 22:34
0
თუ ობიექტურობაზე და მიკერძოებაზეა საუბარი, მაშინ ჯერ ნახევარფინალი უნდა გადათამაშდეს.(ინგლისი -დანია მაქვს ნხედველობაში)
ტარიელი
13 ივლისი 2021 21:04
0
მსაჯი ინგლისელი ყავდათ თითქმის გარეგნობითაც და მრწამსითაც, ჰოლანდიელებიც პროტესტანტები არიან და სხვათაშორის ჰოლანდიასაც ინგლისელი მსაჯი ყავდათ 2010 ში ესპანეთთან ფინალში. როგორც, ასე ჩუმჩუმად მიაჩოჩებენ ორივეს
sniper
13 ივლისი 2021 17:45
0
დანიელებიც აგროვებენ თურმე
მურთაზ
13 ივლისი 2021 14:50
1
ხოდა ჯერ დანიას ეთამაშეთ თავიდან, აბსურდული პენალით რომ მოიგეთ და მაგ თამაშს თუ მოიგებთ მერე გადით ფინალის სათამაშოთ
გიორგი
13 ივლისი 2021 14:37
0

სიახლეები პოპულარული