ოფიციალურად დადასტურდა, რომ რუსეთის ნაკრები ევრო 2024-ზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა 9 ოქტომბერს ფრანკფურტში გაიმართება და საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთილი რუსეთის ეროვნული გუნდი შემდგომ შეტყობინებამდე იზოლირებული იქნება.
ადრე რუსებმა უეფასა და ფიფას გადაწყვეტილებები ლოზანის სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გააპროტესტეს, მაგრამ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილეს.