კაცნაკლულმა ინგლისის ნაკრებმა ნეაპოლში იტალიას სძლია

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, C ჯგუფში, იტალიის ნაკრები საკუთარ მოედანზე ინგლისთან 1:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმი სტუმრებმა 2:0 მოიგეს. მეორე ტაიმის დასაწყისში არგენტინის „ტიგრეს“ თავდამსხმელმა რეტეგიმ ანგარიში შეამცირა, რის შემდეგაც მასპინძლებმა დიდი ძალებით შეუტიეს, განსაკუთრებით, როდესაც მე-80 წუთზე მსაჯმა ინგლისელთა მცველი შოუ გააძევა. თუმცა „სკუადრა აძურას“ იერიშები სწორხაზოვანი და ყოველგვარ ფანტაზიას მოკლებული იყო და მარცხი განიცადეს.

26 მარტს იტალია გასვლაზე მალტას დაუპირისპირდება, ხოლო ინგლისი უკრაინას უმასპინძლებს.

. ინგლისმა იტალიას 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია და ევრო 2020-ზე წაგების გამო
რევანში აიღო.
. კეინმა ინგლისის ნაკრებში 54-ე გოლი გაიტანა, რუნის გაასწრო და ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
იტალია - ინგლისი 1:2
გოლები: 0:1 რაისი (13), 0:2 კეინი (44, პენ), 1:2 რეტეგი (56)
გაძევება: შოუ (80)

მკითხველის კომენტარები / 7 /
რა წირს ამ საუთგეიტს. მეორე ტამში რა ათამაშა გუნდი. უნდა დროულაფ გააკეტოს შეცვლები. და კიდევ მაგუაერი დებილი მცველია. გოლი სუფთა მაგის ბრალია.
იმერელი
24 მარტი 2023 16:19
0
საშინელი მსაჯობა იყო. ბევრჯერ მიიღო სკამათო გადაწყვეტილება მსაჯმა ინგლისის სასარგებლოდ, მათ შორის პენალტზეც.
შაკო
24 მარტი 2023 12:41
4
მასე გერმანიას მოუგო ერთხელ 5-1 ინგლისმა, მაშინ ოუენი, ბექჰემი და სხვ. ძლიერი ფეხბურთელები თამაშობდნენ, მაგრამ მას შემდეგ ვერაფერი ღირებული ანგლოსაქსებს არ შეუქმნიათ. მათ ყოველთვის ჰყავდათ მეტნაკლებად ძლიერი ნაკრები, მაგრამ ხელმოცარული... ეხლა მემგონი ცოტა ტექნიკურად ცდილობენ ფონს გასვლას და შედეგი სახეზეა, ეს ნაკრები პროგრესირებს, თუმცა რამდენად დახვეწს ტექნიკურ საფეხბურთო სტილს ძნელი სათქმელია. იმედია როგორც საფეხბურთო ქვეყანა, მსოფლიო ფეხბურთისთვის სანახაობრივ სტილს შემოგვთავაზებს, რომელიც ტექნიკურ ფეხბურთის ელემენტების შესისხლხორცებას გულისხმობს.
ლაშა
24 მარტი 2023 11:48
0
რედაქციას ვთხოვ გაითვალისწინოს ჩემნაირი მკითხველების ინტერესები და ყოველდღიურად გამოაქვეყნოს მიმდინარე დღეს სათამაშო მატჩების სია. მე ასაკში ვარ, ჩემთვის ძნელია დამახსოვრება ყოველდღიური თამაშების. ვეძებ ხოლმე რუსულ პრესაში-ჩემპიონატ.რუ-ში. არ ჯობს მშრალად რომ გამოქვეყნდეს მხოლოდ ყურადსაღები თამაშების ყოველდღიური განრიგი, საქართველო და ევროპა (ამორჩევით). მეორე დღეს უბრალოდ ამ ცხრილს შედეგები მიეწერება, ხოლო დავუშვათ 12 საათის ან 2 საათის შემდეგ ახალი გამოქვეყნდება. ჩემნაირი პენსიონერებისთვის ძალზედ კარგი იქნება. მადლობა წინასწარ.
ჰაჰა
24 მარტი 2023 10:32
0
https://www.flashscore.ge/

კარგად არის ცხრილები და განრიგები ამ საიტზე.
dato
24 მარტი 2023 12:25
0
ამ მოგებას რევანში თუ ეწოდება კააარგი
ნერაძური
24 მარტი 2023 10:15
0
მოკლედ ეს ვარი, პენალტების უაზრო მსაჯის პირადი შეხედულებებით დადება და აფსაიდის ხაზები უკვე ძაან ამარაზმებს ფეხბურთს!
ლადო
24 მარტი 2023 09:30
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული