"არ ვიცი, რატომ, მაგრამ ჩვენ ძალიან შეზღუდული ვართ თავდამსხმელის პოზიციაზე." - მანჩინი იტალიის ნაკრების შესახებ

AutoSharing Option
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ სერია "ა"-ს წამყვან გუნდებში იტალიელი ფეხბურთელების ნაკლებობაზე ისაუბრა.

"ჩვენ (იტალიის ნაკრები) გაცილებით ცუდ მდგომარეობაში ვართ, ვიდრე საუთგეიტი (ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი). არ ვიცი, რატომ, მაგრამ ძალიან შეზღუდული ვართ თავდამსხმელის პოზიციაზე.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ჩვენი სამი გუნდი გავიდა, თუმცა ჯამში მაქსიმუმ 7-8 იტალიელი თუ ეყოლებათ შემადგენლობაში. ეს არის რეალობა.

იტალიაში ფეხბურთს 3-4 საათი ქუჩებში ვთამაშობდით, შემდეგ კი ვარჯიშზე მივდიოდით. ახლა სიტუაცია შეიცვალა. შემთხვევითობა არ არის, რომ ახალი სახელები, ვარსკვლავები ისეთ ქვეყნებში ჩნდებიან, როგორებიც არიან:
ურუგვაი, არგენტინა, ბრაზილია. ამ სახელმწიფოებში ჯერ კიდევ თამაშობენ ქუჩებში" - განაცხადა რობერტო მანჩინიმ.

შეგახსენებთ, იტალიის ეროვნული ნაკრები 23 მარტს ევრო 2024 წლის შესარჩევი ეტაპის პირველ რაუნდში ინგლისს დაუპირისპირდება.

მოამზადა ალექსანდრე თვალავაძემ

alt"გეტყვით, როგორ შევაჩერებთ კვარაცხელიას" - რა იდეა ჰქონდა მანჩინის?

altმანჩინი: ვინ მოიგებს სკუდეტოს? - "ნაპოლი" განსაკუთრებულ ფსიქოფიზიკურ მდგომარეობაშია

altინფორმაცია დადასტურდა - ინგლისის ნაკრების მწვრთნელი კვლავ საუთგეიტი იქნება


მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩახედავ სერია ას ბომბარდირთა დავას და იტალიის ფანებს გული შეუწუხდება ტოპ 15 გოლეადორში ერთი იტალიელი ისიც საშუალო გაქანების ფორვარდი ჩირო იმობილეა 8 გოლით უფრო ქვევით კიდე უფრო ცოტა აპენინელი შემტევებია უფრო ცოტა გოლებით. ლაპარაკია 60 მილიონიანი სუპერ საფეხბურთო ქვეყანაზე ამის ერთერთი მიზეზი ბუნებრივია არის ის რომ ფიზიკურად აღარ მოდის დელპიერო, ტოტი, ბაჯო, ინძაგის კალიბრის ფეხბურთელები მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც ლეგიონერებზე შეზღუდვის არარსებობაა, და წამყვანი სერია ას გუნდებში დამრტყელ ძალას ლეგიონერები ავსებენ და იტალიელები ან ღრმა ზამენაზე არიან ან ათეულისთვის მებრძოლ უამბიციო გუნდებში უწევთ წასვლა სათამაშო დროოს გაზრდის იმედად მაგრამ იქაც ვერ ბრეყინავენ ეს პრობლემა ნამდვილად თვალშისაცემია და ამოხეთქა მანჩინის და საჯაროდ განაცხადა კიდეც. ჩვენ 3 მილიონიანმა ქვეყანამ რაღაზე უნდა ვიწუწუნოთ, ისედაც მწირი რესურსებით. როდესაც ამხელა იტალიაში ადგილობრივი მოქმედი "სტარი" სანთლით საძებარია.
Charley
17:28 22-03-2023
0

სიახლეები პოპულარული