კაცნაკლულმა ინგლისის ნაკრებმა ნეაპოლში იტალიას სძლია

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, C ჯგუფში, იტალიის ნაკრები საკუთარ მოედანზე ინგლისთან 1:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმი სტუმრებმა 2:0 მოიგეს. მეორე ტაიმის დასაწყისში არგენტინის „ტიგრეს“ თავდამსხმელმა რეტეგიმ ანგარიში შეამცირა, რის შემდეგაც მასპინძლებმა დიდი ძალებით შეუტიეს, განსაკუთრებით, როდესაც მე-80 წუთზე მსაჯმა ინგლისელთა მცველი შოუ გააძევა. თუმცა „სკუადრა აძურას“ იერიშები სწორხაზოვანი და ყოველგვარ ფანტაზიას მოკლებული იყო და მარცხი განიცადეს.

26 მარტს იტალია გასვლაზე მალტას დაუპირისპირდება, ხოლო ინგლისი უკრაინას უმასპინძლებს.

. ინგლისმა იტალიას 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია და ევრო 2020-ზე წაგების გამო
რევანში აიღო.
. კეინმა ინგლისის ნაკრებში 54-ე გოლი გაიტანა, რუნის გაასწრო და ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
იტალია - ინგლისი 1:2
გოლები: 0:1 რაისი (13), 0:2 კეინი (44, პენ), 1:2 რეტეგი (56)
გაძევება: შოუ (80)

მკითხველის კომენტარები / 7 /
რედაქციას ვთხოვ გაითვალისწინოს ჩემნაირი მკითხველების ინტერესები და ყოველდღიურად გამოაქვეყნოს მიმდინარე დღეს სათამაშო მატჩების სია. მე ასაკში ვარ, ჩემთვის ძნელია დამახსოვრება ყოველდღიური თამაშების. ვეძებ ხოლმე რუსულ პრესაში-ჩემპიონატ.რუ-ში. არ ჯობს მშრალად რომ გამოქვეყნდეს მხოლოდ ყურადსაღები თამაშების ყოველდღიური განრიგი, საქართველო და ევროპა (ამორჩევით). მეორე დღეს უბრალოდ ამ ცხრილს შედეგები მიეწერება, ხოლო დავუშვათ 12 საათის ან 2 საათის შემდეგ ახალი გამოქვეყნდება. ჩემნაირი პენსიონერებისთვის ძალზედ კარგი იქნება. მადლობა წინასწარ.
ჰაჰა
10:32 24-03-2023
0
მოკლედ ეს ვარი, პენალტების უაზრო მსაჯის პირადი შეხედულებებით დადება და აფსაიდის ხაზები უკვე ძაან ამარაზმებს ფეხბურთს!
ლადო
09:30 24-03-2023
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული