ბათუმში ჩამოსვლის წინ ნორვეგია ესპანეთთან დამარცხდა - 32 წლის ხოსელუს საოცარი დებიუტი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში, A ჯგუფში ესპანეთმა საკუთარ მოედანზე ნორვეგია 3:0 დაამარცხა.

მატჩი მასპინძელთა შტურმით დაიწყო და ოლმოს გოლით დაგვირგვინდა. სტუმრებმა მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს მეტოქის ნახევარზე აწევა და ორი მომენტიც შექმნეს: ედეგორის საჯარიმოში წაქცევის გამო მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, ხოლო ეურსნესის დარტყმული ბურთი მეკარე არისაბალაგამ მოიგერია.

ნორდები მეორე ტაიმის დასაწყისშიც არ გამოიყურებოდნენ ურიგოდ, არისაბალაგამ კიდევ ერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი. ესპანელები ინიციატივას ფლობდნენ, თუმცა მწვავედ ვერ უტევდნენ, თამაშიც ვერ იყო მთლად თვალსასეირო. ნორვეგიას კონტრიერიშისას მიეცა კარგი შანსი, თუმცა
სიორლოტმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს. სამაგიეროდ 81-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა 32 წლის ხოსელუმ სადებიუტო მატჩში დუბლი შეასრულა და „ფურია როხამ“ ახალი მწვრთნელის დე ლა ფუენტეს ხელმძღვანელობით გამარჯვება მოიპოვა.

ნორვეგია, შესაძლოა, არ იმსახურებდა ასეთი ანგარიშით წაგებას, მაგრამ საბოლოო ჯამში ესპანეთმა უფრო კლასის ხარჯზე დაჯაბნა.

28 მარტს ნორვეგია ბათუმში საქართველოს ნაკრებს შეხვდება, ხოლო ესპანეთი გასვლაზე შოტლანდიას დაუპირისპირდება.

. ესპანეთმა 2003 წლის მერე კონტინენტის პირველობის შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ 23 საშინაო შეხვედრა მოიგო, რაც რეკორდია.

მალაგა. „ლა როსალედა“
ესპანეთი - ნორვეგია 3:0
გოლები: 1:0 ოლმო (13), 2:0 ხოსელუ (84), 3:0 ხოსელუ (85)

მკითხველის კომენტარები / 9 /
ბატონო ბადრი მართლაც რომ ნორმალური კომენტარია,რას უწუნებთ?ნორვეგიასთან მატჩის შემდეგ ვისაუბროთ,დრო ბევრი გვექნება,ეგებ მართალს ამბობს მომავალი მწვრთნელი?
თელაველი
22:15 26-03-2023
0
ამ თამაშმაც დამარწმუნა,რომ ნორვეგია ჰოლანის(თუ როგორც არის,ათასნაირად წერენ)გარეშეც კარგი გუნდია და ფიზიკაში ხომ თავისთავად,მაგრამ არც ტექნიკაში ჩამორჩებიან ვინმეს.ცხადია,მათ გეგმებში ორი სადებიუტო მატჩის წაგება,არავითარ შემთხვევაში არ შედის და ცხადია,შეტევაში აქტიურად წამოვლენ.ჩვენც კონტრშეტევა უფრო გამოგვდის და ესეც გვიმატებს შანსებს.მძიმეც არა,უმძიმესი მატჩი გველის და მხოლოდ მაქსიმალური თავდადებით და დისციპლინით,მივაღწევთ,სასურველ შედეგს.გასულმა წელმა გვაჩვენა,რომ უკვე ჩვენც შეგვიძლია ნამდვილი ფეხბურთის კარგად თამაში და ხვიჩასთან ერთად,სხვა შემტევებიც საგრძნობლად უმატებენ.ჩაკვემაც გაიტანა და ისედაც წელს გაცილებით უკეთ გამოიყურება,გაგნიძეც ძალიან მობილური ბიჭია და ამათთან მისი თამაში,ძალიან გამოგვადგება.ერთი სიტყვით,ჩვენც გვაქვს ჩვენი კოზირები და ერთი ჯოკერი.ასე რომ მოვლენ და ჩვენც დავხვდებით.დანარჩენი კი,მოედანზე გამოჩნდება.ერთი რამე მტკიცედ მჯერა:შემოდგომაზე,ჩვენი ნაკრები,უფრო ძლიერი იქნება,ვიდრე დღეს.თუნდაც მხოლოდ იმიტომ,რომ ახალგაზრდობა გამოცდილებას და ძალას იკრებს,რესურსი კი,მართლაც დიდი აქვთ!მიდით ბიჭებო!
სოსო
14:43 26-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული