ბათუმში ჩამოსვლის წინ ნორვეგია ესპანეთთან დამარცხდა - 32 წლის ხოსელუს საოცარი დებიუტი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში, A ჯგუფში ესპანეთმა საკუთარ მოედანზე ნორვეგია 3:0 დაამარცხა.

მატჩი მასპინძელთა შტურმით დაიწყო და ოლმოს გოლით დაგვირგვინდა. სტუმრებმა მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს მეტოქის ნახევარზე აწევა და ორი მომენტიც შექმნეს: ედეგორის საჯარიმოში წაქცევის გამო მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, ხოლო ეურსნესის დარტყმული ბურთი მეკარე არისაბალაგამ მოიგერია.

ნორდები მეორე ტაიმის დასაწყისშიც არ გამოიყურებოდნენ ურიგოდ, არისაბალაგამ კიდევ ერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი. ესპანელები ინიციატივას ფლობდნენ, თუმცა მწვავედ ვერ უტევდნენ, თამაშიც ვერ იყო მთლად თვალსასეირო. ნორვეგიას კონტრიერიშისას მიეცა კარგი შანსი, თუმცა
სიორლოტმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს. სამაგიეროდ 81-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა 32 წლის ხოსელუმ სადებიუტო მატჩში დუბლი შეასრულა და „ფურია როხამ“ ახალი მწვრთნელის დე ლა ფუენტეს ხელმძღვანელობით გამარჯვება მოიპოვა.

ნორვეგია, შესაძლოა, არ იმსახურებდა ასეთი ანგარიშით წაგებას, მაგრამ საბოლოო ჯამში ესპანეთმა უფრო კლასის ხარჯზე დაჯაბნა.

28 მარტს ნორვეგია ბათუმში საქართველოს ნაკრებს შეხვდება, ხოლო ესპანეთი გასვლაზე შოტლანდიას დაუპირისპირდება.

. ესპანეთმა 2003 წლის მერე კონტინენტის პირველობის შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ 23 საშინაო შეხვედრა მოიგო, რაც რეკორდია.

მალაგა. „ლა როსალედა“
ესპანეთი - ნორვეგია 3:0
გოლები: 1:0 ოლმო (13), 2:0 ხოსელუ (84), 3:0 ხოსელუ (85)

მკითხველის კომენტარები / 9 /
არც ნორვეგია და არც შოტლანდია არ არიან დაუმარცხებელი გუნდები კარგია რომ ნორვეგიამ წააგო მოსაგებად ჩამოვლენ და შეტევაში ითამაშებენ და ჩვენ კარგი შანსები გვექნება კოტრშეტევებზე ამ ჯგუფში ნამდვილად შეგვიძლია მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა და თუნდაც 28 ში გამარჯვებით დაწყება კი არაა მარტივი რთული ჯგუფია კარგი ნაკრებები არიან მაგრამ ჩვენც ხომ უნდა გაგივჩნდეს ერთხელ მაინც ამბიცია და სურვილი რომ შევძლოთ და ჩვეულებრივი ჯგუფიდან ერთალიგების და უკანაა შესასვლელების გარეშე გავიდეთ სადმე ტურნრზე ღირსეულად.
zaza
02:20 26-03-2023
0
ნაკრების ბიჭებო,აგერ ესპანეთმა სამი ბურთი გაუტანა ნორვეგიას, ნორვეგიელები გამწარებულები არიან,ეს კარგია,ისინი დაცვაში არ ჩადგებიან,ეს კი სივრცეებს გააჩენს ხვიჩასთვის,მიქაუტაძე ეს შენი ოქროს შანსია დაუმტკიცოს ყველას და აჩვენო რომ ხარ უძლიერესი,გაგნიძე მაგარი ბიჭი ხარ და მიაწექი გაბედულად,ჩაკვე შენ უკვე ყველაფერი შეგიძლია,ნუ ითრგუნები,წიტაიშვილი კარგი ხარ უფრო მეტს მოვითხოვთ შენგან,ბუდუ უნდა გაიტანო!საზონოვი კაი ბიჭი ჩანხარ მორიდებით ნუ თამაშობ,ცოტა სინაგლე გამოიჩინე!გოჩოლეიშვილი მაგარი ხარ გააგრძელე,კაშია და მამარდა არ უნდა გაატანინოთ,უნდა იფრინოთ!ბოლოს ხვიჩას :მოგიწევს როგორც ყოველთვის თამაში თავიდან ბოლომდე შენს თავზე აიღო,ახლა მიქაუტაძე იქნება ოსიმენის ადგილას,ალღო არ დაეწუნება,იმედია გაახარებ,აბა თქვენ იცით,ჰა ბურთი და ჰა მოედანი!!!
ზაზა
08:44 26-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული