შოტლანდიამ ესპანეთი დაამარცხა - ამ ჯგუფში შანსი საქართველოსაც ექნება, თუ...

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში შოტლანდიამ სახლში ესპანეთს 2:0 სძლია.

ისევე, როგორც გასულ ტურში კვიპროსთან, ისევ შეასრულა დუბლი „მანჩესტერის“ ნახევარმცველმა მაკტომინიმ და A ჯგუფში 6 ქულით თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდი გაალიდერა. „ფურია როხამ“ კი ვერაფერი სახეირო ვერ შემოგვთავაზა და გამოჩნდა, რომ უპირობო ფავორიტად მისი მიჩნევა გადაჭარბებულია.

საერთოდაც, საქმეს ისეთი პირი უჩანს, ამ ჯგუფში სიტუაცია კიდევ არაერთხელ აირევა და შანსი „ჯვაროსნებსაც“ მიეცემა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმაზე უკეთ ითამაშებენ, ვიდრე ნორვეგიელებთან.

17 ივნისს შოტლანდია გასვლაზე ნორვეგიას დაუპირისპირდება, ხოლო ესპანეთი
8 სექტემბერს სტუმრად საქართველოს ნაკრებს შეხვდება.

. ესპანეთის ნაკრები ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე 2014 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა - აქამდე 17 მატჩი ჰქონდა მოგებული და 2 ფრედ დასრულებული. ამას გარდა, ესპანელებმა 2016 წლის შემდეგ პირველად იწვნიეს ორგოლიანი სხვაობით მარცხი.

გლაზგო. „ჰემპდენ პარკი“
შოტლანდია - ესპანეთი 2:0
გოლები: 1:0 მაკტომინი (7), 2:0 მაკტომინი (51)

მკითხველის კომენტარები / 25 /
შოტლანდიაც ძლიერია,ესპანეთიც და ნორვეგიას,ჰაალანდი გარეშე გვაჯობეს და მასთან ერთად როგორც ითამაშებენ ხომ წარმოგიდგენიათ?ჩვენი ნაკრები რომ კონკურენტუნარიანი გახდეს საჭიროა ძირითადში გაგნიძე,საზონოვი,გოჩოლეიშვილი,ლობჟანიძე,ჩაკვეტაძე,ეს ბიჭები ყველანი უნდა იყვნენ ძირითადში და წერტილი!წინ ხვიჩა და მიქაუტაძე,ასევე ბუდუც,
ზაზა
29 მარტი 2023 15:29
1
როგორი კომენტარი აღარ წავიკითხე, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, მაგრამ მე გუშინაც დავწერე, ზედმეტი მოლოდინების შექმნას, კარგი არაფერი მოაქვს.კარგად მახსოვს ჩაკვე, იმედი დამიბრუნა, მარტომ მოიგო ერთა ლიგა, D ჯგუფი, მაგრამ მაინც. ოღონდ მაშინ გუნდი არ იყო, ჩაკვე მარტო იყო. ეხლა? ეხლა რა ხდება? ეხლა გუნდი ნამდვილად გვყვავს, ოღონდ გაზრდა ჭირდებათ. ნაპოლის თამაშებს ისე ველოდები, წუთებს ვითვლი ხოლმე, რატომ? ბოდიში და სულ ფეხებზე არ მკიდია, რას იზამს მაპოლი? მაგრამ არა, იქ კვარაა, კვარა, რომელმაც ჩაკვესავით იმედი დამიბრუნა. გუშინ კი, გუშინ ბიჭებს ზედმეტი წნეხი ავკიდეთ, ვერ ატყობთ, რომ ბოლო დროს, ნაკრები გასვლაზე უკეთ, ლაღად თამაშობს. რატომ? ნაკლები წნეხი აქვთ და იმიტომ. სახლში კი, ზედმეტად ნერვიულობენ. იქნებ დავფიქრდეთ? აუცილებლად რატომ უნდა მოგვეგო ნორვეგიასთან? მონღოლეთთან კი, მაგრამ ნორვეგიასთან რატომ?
ხვიჩა კი, გუშინ არ მომეწონა, ნაპოლშიც იყო ერთი ორი თამაში, აუტის ხაზთან რომ დგას და გაჰყურებს გუნდი როგორ უტევს. ასე რომ, უამრავიპრობლემაა, რომლებიც თავისით არ მოგვარდება.
დიდება საქართველოს!!!
ლევანი
29 მარტი 2023 12:26
3
იშვიათია! 100% გეთანხმები! მთავარია, ზოგადად ყველა დაგეთანხმოს, გულშემატკივრიან - მწვრთნელებიანად! გაიხარე.
alexandre
30 მარტი 2023 13:55
0
იქნებ გაკვრით ისიც აგეღნიშნათ,რომ ესპანელებმა ამ თამაშში იმ შემადგენლობის 8 ფეხბურთელი არ ათამაშეს რომლებმაც 3 დღის წინ ნორვეგიას კუდით ქვა ასროლინეს,ასე რომ რა შანსზე შეგვიძლია ვიოცნებოთ...ესპანეთთან თუ ნორვეგიაში მოგებისს?...მით უმეტეს მაროკოსთან და ნორვეგიასთან თამაშის ხარისხის ფონზე...ზღაპარია....ჩვენი ადგილი ჯერ-ჯერობით ევროპა ლიგის ც ჟგუფშია იმას მივაწვეთ..
leqso
29 მარტი 2023 12:08
3
Pirvel taimshi burti dagvimales tiki taka gvetamashes kvara gabrazebulic iyo mara ra unda eqna ert kacs meore taimis 20 wuti vajobet kidevac mere isev igive dagvemarta wagebas gadavrchit rasac qvia
აბც
29 მარტი 2023 12:07
1
საქართველოს ზუსტად მაშინ აღარ ექნება შანსი თუ შოტლანდიამ გააგრძელა ასე თამაში. ვის გინდა აჯობო,.ესპანეთს? აგერ შოტლანდიას 6 ქულა აქვს უკვე. ჩავალთ ნორვეგიაში და ჰალანდთან ერთად რას გვიზამს ეს ნორვეგია ვნახავთ ყველა ერთად.
მურთო
29 მარტი 2023 11:49
2
მართალი ხარ მეგობარო, ამათ მთავარია ვინმე ამოიჩემონ ან დადდებითი კუთხით ან უარყოფითით და მორჩა ან ცაში აიყვანენ სულ ან ჩაქოლავენ სულ. მამარდაშვილი გმირია, მარა პირველ ტაიმში ცხელი ჭადივით, რომ გაუარდა ბურთი ის არავის ახსოვს, კვერკველიამ სულ ცოტა ორჯელ გვიხსნა რეალური გოლისგან და მაინც ათახსირებენ და ა.შ.
ასეას
29 მარტი 2023 11:36
0
სწორედ გოჩოლეიშვილის შემოსვლის მერე შეგვიქმნეს ნორვეგიელებმა ორი 100-იანი მომენტი ბოლოსკენ,ბურთიც მას მოხვდა ხელში,ლამის პენალთი რომ დაგვიდეს,ხოდა რას ეძახით მაგრად შემოსვლას მაინტერესებს. ხოო კიდევ ლამის საგოლე შანსი მიცა ბოლოს მეტოქეს- ჯარიმა რომ აიკიდა ბარათთან ერთად...კარგად შემოვიდა არააა...
ასეაა!!!!
29 მარტი 2023 10:53
16
ტაბიძე, გამოდი გიცანით
გოგა
29 მარტი 2023 11:35
1
ვიყოთ რეალისტები და ერთა ლიგას მივაწვეთ ჯერ ადრეა აქედან გასვლა, მარტო კვარა და მამარდა ვერ შეძლებენ ამის გაკეთებას მინიმუმ 5 ფეხბურთელი მაინც უნდა იყოს ტოპ ლიგებში რო რამის ამბიცია გვქონდეს…
ზურა
29 მარტი 2023 10:42
1
ესეთი ნაკრებით მეეჭვება თურქეთს და საბერძნეთს მოვუგოთ...
ბესო
29 მარტი 2023 11:34
3
ჩვენთვის ცუდი შედეგია. ასე გამოდის, ესპანეთთან ჩვენც უნდა ავიღოთ ქულები, სქოთებს რომ ვაჯობოთ. ან შოტლანდიას ორივე უნდა მოვუგოთ. ნორვეგიასთანაც, გასვლაზე მოგებაზე მოგვიწევს გაწევა.
ციციკორე
29 მარტი 2023 10:18
2
ნორვეგია ვერსად ვერ გავა ამ შესარჩევიდან, როგორც ჩვენ, გავლენ ესპანეტი და შოტლაანდია, თუ სასწაული აე ვქენით
გოგა
29 მარტი 2023 09:28
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული