ისევე, როგორც გასულ ტურში კვიპროსთან, ისევ შეასრულა დუბლი „მანჩესტერის“ ნახევარმცველმა მაკტომინიმ და A ჯგუფში 6 ქულით თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდი გაალიდერა. „ფურია როხამ“ კი ვერაფერი სახეირო ვერ შემოგვთავაზა და გამოჩნდა, რომ უპირობო ფავორიტად მისი მიჩნევა გადაჭარბებულია.
საერთოდაც, საქმეს ისეთი პირი უჩანს, ამ ჯგუფში სიტუაცია კიდევ არაერთხელ აირევა და შანსი „ჯვაროსნებსაც“ მიეცემა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმაზე უკეთ ითამაშებენ, ვიდრე ნორვეგიელებთან.
17 ივნისს შოტლანდია გასვლაზე ნორვეგიას დაუპირისპირდება, ხოლო ესპანეთი
8 სექტემბერს სტუმრად საქართველოს ნაკრებს შეხვდება.
. ესპანეთის ნაკრები ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე 2014 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა - აქამდე 17 მატჩი ჰქონდა მოგებული და 2 ფრედ დასრულებული. ამას გარდა, ესპანელებმა 2016 წლის შემდეგ პირველად იწვნიეს ორგოლიანი სხვაობით მარცხი.
გლაზგო. „ჰემპდენ პარკი“
შოტლანდია - ესპანეთი 2:0
გოლები: 1:0 მაკტომინი (7), 2:0 მაკტომინი (51)