სტუმრებმა თავიდანვე ინიციატივა მასპინძლებს დაუთმეს, დაცვაში უზადოდ მოქმედებდნენ, მეტოქეს გასაქანს არ აძლევდნენ და უმომენტო პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. ტემპი დაბალი იყო, თამაში უსახური. მე-60 წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ბრძოლაში პორტეუსმა ჰოლანი წააქცია და ერლინმა პენალტით ნორვეგია დააწინაურა. მასპინძლები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, მწვრთნელმა სოლბაკენმა დაცვის გასაძლიერებლად სიორლოტი და ჰოლანი შეცვალა და დაისაჯა კიდეც - შოტლანდიამ, რომელსაც იქამდე მომენტი არ შეუქმნია, ორი გოლი გაიტანა, გაიმარჯვა და 9 ქულით ჯგუფის ლიდერია.
20 ივნისს, შოტლანდია საქართველოს, ხოლო ნორვეგია კვიპროსს უმასპინძლებს.
ოსლო. "ულევი"
ნორვეგია - შოტლანდია 1:2
გოლები: 1:0 ჰოლანი (61, პენ), 1:1 დაიკსი (87), 1:2 მაკლინი (89)
დამშვიდდით მეგობარო. შოტლანდიელებს არ ადარდებთ თავისი დამოუკიდებლობა და თქვენ რატომ იშლით ნერვებს. :)
მხოლოდ ძველი ისტორიიდან ნუ გამოიტანთ დასკვნებს.
საუკუნეები კი იბრძოდნენ შოტლანდიელები დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ სადღაც, მგონი 10 წლის წინ, რეფერენდუმზე, დიდ ბრიტანეთში დარჩენას მისცა ხმა მოსახლეობის უმრავლესობამ. მაძღარი ცხოვრება არჩიეს დამოუკიდებლობას.
ეგეც თქვენი დაჩაგრული ერი და მელ გიბსონის ,,მამაცი გული". :)))