საქართველოსთან შეხვედრამდე შოტლანდიამ ნორვეგიას მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, შოტლანდიამ გასვლაზე ნორვეგია 2:1 დაამარცხა.

სტუმრებმა თავიდანვე ინიციატივა მასპინძლებს დაუთმეს, დაცვაში უზადოდ მოქმედებდნენ, მეტოქეს გასაქანს არ აძლევდნენ და უმომენტო პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. ტემპი დაბალი იყო, თამაში უსახური. მე-60 წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ბრძოლაში პორტეუსმა ჰოლანი წააქცია და ერლინმა პენალტით ნორვეგია დააწინაურა. მასპინძლები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, მწვრთნელმა სოლბაკენმა დაცვის გასაძლიერებლად სიორლოტი და ჰოლანი შეცვალა და დაისაჯა კიდეც - შოტლანდიამ, რომელსაც იქამდე მომენტი არ შეუქმნია, ორი გოლი გაიტანა, გაიმარჯვა და 9
ქულით ჯგუფის ლიდერია.

20 ივნისს, შოტლანდია საქართველოს, ხოლო ნორვეგია კვიპროსს უმასპინძლებს.

ოსლო. "ულევი"
ნორვეგია - შოტლანდია 1:2
გოლები: 1:0 ჰოლანი (61, პენ), 1:1 დაიკსი (87), 1:2 მაკლინი (89)

მკითხველის კომენტარები / 19 /
ჩვენ მოვიგოთ ჩვენი თამაშები დავანებოთ მარჩიელობას თავი აჯობებს
რაბუ
17 ივნისი 2023 22:10
0
ყოჩაღ სქოთებს!!! გაიხარეთ.ისტორიულად რო შევხედოთ,ესენიც დაჩაგრულები არიან ისევე როგორც ჩვენ.იცოცხლეთ მამაცო გულებო.ჩვენც ვცოცხლობთ მამაცების შთამომავლები.იმედია ორთავე მოვხვდებით ევროპაზე
გელა
17 ივნისი 2023 22:51
7
ხოხ 9 ქულა რა ამბავია? ჩამოვლენ და ჩაგაცმევენ ჩვენი ბიჭები კაბებს. ჩვენ და შოტლანდია გავდივართ. ესპანეთი ჩავტოვოთ ჯგუფში. იაპონია გაუმეოროთ სპანიშებს ოღონდ ჩარჩენით ჯგუფში. DDD
G.LA
17 ივნისი 2023 22:11
5
ხვალ ესპანეთმა ფინალი თუ მოიგო ხო ავტომატურად გადის ევროზე?!

მაგ შემთხვევაში თუ მეორეზე გავიდა ჩვენს ჯგუფში მესამე ადგილოსანი ჩაანაცვლებს?
რიკი
17 ივნისი 2023 22:18
5
არ ქონდეს მაგის იმედი არაა ეგრე,
რრრ
18 ივნისი 2023 00:43
0
წესით ჩვენ ჯგუფს არ შეეხება. უბრალოდ ხვალ თუ მოიგო ესპანეთმა, ევროპაზე გავლენ და ამ ჯგუფურს უმოტივაციოდ ჩაამთავრებენ.
1-2-ზე რო გავიდეს ესპანეთი ჩვენ ჯგუფში, ჩვენი ჯგუფიდან მესამეს არ მიამატებენ :) უბრალოდ ერთა ლიგას დაუყვებიან და A ლიგიდან ვინც ვერ მოხვდება ევროპაზე, საუკეთესო მიიღებს ადგილს. (ვთქვათ A ლიგიდან ყველა რო გავიდეს ევროზე ჯგუფურებიდან B ლიგის საუკეთესო (ევროზე ვერ გასულ) გუნდზე) გადავა ეგ თავისუფალი ადგილი).
nk
18 ივნისი 2023 03:21
0
ამიტომ არ უნდა ეჩქარათ უარის თქმა მიქაუტაძეს და კვარაცხელიასაც , ფეხბურთი ასეთია უცებ იცვლება სიტუაცია და წინდახედულობაა საჭირო. იტყოდნენ ახლა მინიმალურია შანსები ჩვენი გასვლის და მივიღეთ გადაწყვეტილება უ21 დავეხმაროთო მაგრამ თავიდანვე წაგებული თამაში აირჩიეს
michael
17 ივნისი 2023 22:13
10
ისე ფრე გვაწყობდა, თუმცა პირველ რიგში ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ!
უი, სად იყო ჰალანდი, ეგ დუქნის ლომი ეგა. მხოლოდ საკლუბო ფეხბურთელია და ყველაფერი გვარდიოლა და როდრია. რომ არა ესპანელები რა ეშველებოდათ?!
ჩელსი მაურინიომ, მანჩესტერი ფერგიუსონმა, ხოლო სიტი გვარდიოლამ გააჩემპიონა. ხედავთ სადმე ინგლისელს?!
ლაშა
17 ივნისი 2023 22:08
4
ამას არ ჯობდა 21 წალმდელებში ეთამაშათ. აკლან ახლა თავი ამ უაზრო თამაშებს. როგორც კვარაცხელოვმა ითამაშა ნაპოლიში ბოლოს უაზრო თამაშები და მერე გამოვიდა და თქვა დავიხალეო სიარულით
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
17 ივნისი 2023 22:04
41
სამწუხარო რეალობაა უკვე ის რომ ევროპაზე გასვლის შანსი ფაქტიურად აღარაა
გივი
17 ივნისი 2023 22:18
26
გელა-ს
დამშვიდდით მეგობარო. შოტლანდიელებს არ ადარდებთ თავისი დამოუკიდებლობა და თქვენ რატომ იშლით ნერვებს. :)
მხოლოდ ძველი ისტორიიდან ნუ გამოიტანთ დასკვნებს.
საუკუნეები კი იბრძოდნენ შოტლანდიელები დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ სადღაც, მგონი 10 წლის წინ, რეფერენდუმზე, დიდ ბრიტანეთში დარჩენას მისცა ხმა მოსახლეობის უმრავლესობამ. მაძღარი ცხოვრება არჩიეს დამოუკიდებლობას.
ეგეც თქვენი დაჩაგრული ერი და მელ გიბსონის ,,მამაცი გული". :)))
გოგია
18 ივნისი 2023 09:43
0
მერედა არაა შოტლანდია დამოუკიდებელი ვინმე რამეში ზღუდავს ან არღვევს მსთ უფლებებს? სრულიად თავისუფალი ერია თავის იდენტობაში და სიმბოლურად ბრიტანულ გაერთიანებაში ყოფნა მათივე სარგებელია.
გფფ
18 ივნისი 2023 17:37
2
დაამთავრა შოტლანდიამ გავიდა 15 ქულაზე მეტს ვერავინ ვერ ააგროვებს ესპანეთის გარდა
beqa
17 ივნისი 2023 22:10
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული