საქართველოსთან შეხვედრამდე შოტლანდიამ ნორვეგიას მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, შოტლანდიამ გასვლაზე ნორვეგია 2:1 დაამარცხა.

სტუმრებმა თავიდანვე ინიციატივა მასპინძლებს დაუთმეს, დაცვაში უზადოდ მოქმედებდნენ, მეტოქეს გასაქანს არ აძლევდნენ და უმომენტო პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. ტემპი დაბალი იყო, თამაში უსახური. მე-60 წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ბრძოლაში პორტეუსმა ჰოლანი წააქცია და ერლინმა პენალტით ნორვეგია დააწინაურა. მასპინძლები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, მწვრთნელმა სოლბაკენმა დაცვის გასაძლიერებლად სიორლოტი და ჰოლანი შეცვალა და დაისაჯა კიდეც - შოტლანდიამ, რომელსაც იქამდე მომენტი არ შეუქმნია, ორი გოლი გაიტანა, გაიმარჯვა და 9
ქულით ჯგუფის ლიდერია.

20 ივნისს, შოტლანდია საქართველოს, ხოლო ნორვეგია კვიპროსს უმასპინძლებს.

ოსლო. "ულევი"
ნორვეგია - შოტლანდია 1:2
გოლები: 1:0 ჰოლანი (61, პენ), 1:1 დაიკსი (87), 1:2 მაკლინი (89)

მკითხველის კომენტარები / 19 /
ფაქტიურად გავიდა შოტლანდია ევროპაზე ალბათ მეორე ადგილით და პირველზე ესპანეთი გავა მაინც. სამწუხაროდ შანსი შემცირდა სერიოზულად მეორე ადგილზე გასასვლელად პუნტა ნორვეგია.
Alfyone
17 ივნისი 2023 22:10
13
kurvaaaaa
dgd
17 ივნისი 2023 22:07
3
გაიხარეთ ვინც დისლაიქი დამიწერა.აეგრე სიმართლით იარეთ.ეგეთი აზრი გქონდეთ და არ მოგაკლოთ დათვების უღელი ღმერთმა
გელა
18 ივნისი 2023 02:40
4
დათვებს ვინმესთვის უღელი დაედგას არ გამიგონია! უღელს ადამიანი ადგამს ხაეს, ცხენს, ჯორს და დათვებსაც დაარბენინებს ველოსიპედით ცირკში წრეზე !
გურიიდან
18 ივნისი 2023 05:07
1
ბრავო,ნორვეგიის მწვრთნელს!შოტლანდიელთა სუპერვარსკვლავი აღმოჩნდა!ხუთივე შემტევი,ერთბაშად მოხსნა და გუნდური თამაში,მთლიანად დაანგრია.გოლების გშვება,უკვე ტექნიკური მხარეღა იყო!გულახდილად რომ ვთქვათ,შოტლანდიელებს,არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად,მაინც და მაინც თავიც არ შეუკლავთ და ჩვენთან თამაშს,გადაღლილები არ შეხვდებიან.
სოსო
18 ივნისი 2023 13:36
0
ნორვეგიის მწვრთნელი კაი ქლიავის.
გფფ
18 ივნისი 2023 09:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული