ყაზახეთმა მოიგო, ჯგუფის თანალიდერია და შეიძლება საქართველოს ნაკრებს არ შეხვდეს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, H ჯგუფში, მეექვსე ტურში ყაზახეთმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდია 1:0 დაამარცხა.

მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, თამაშს ქვეყნის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევიც დაესწრო და პირთამდე სავსე სტადიონზე მასპინძლებმა გამარჯვება მოიპოვეს. ნამატჩევს პრეზიდენტი გასახდელში შევიდა, ფეხბურთელებს წარმატება მიულოცა და რჩევაც მისცა - ფიზიკური მომზადების გაუმჯობესება გმართებთო.

ამ მომენტისთვის ჯგუფში 12-12 ქულით ლიდერები ფინეთი და ყაზახეთი არიან, მესამე ადგილზე 10 ქულით დანიაა, რომელიც დღეს სტუმრად ფინეთს დაუპირისპირდება.

ყაზახეთმა ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე პირველად მოიპოვა 12 ქულა და შემდეგ შეხვედრას 14 ოქტომბერს
გასვლაზე დანიასთან ჩაატარებს.

შეგახსენებთ, ყაზახეთი ერთა ლიგიდან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების შესაძლო მეტოქეა - თუ შესარჩევის ჯგუფიდან ვერ გავიდა.

ასტანა. "ასტანა არენა"
ყაზახეთი - ჩრდ. ირლანდია 1:0
გოლი: სამოროდოვი (27)
მკითხველის კომენტარები / 40 /
ამ მომენტისთვის დანიამ ფინეთს მოუგო და 13 ქულა აქვს, ფინეთს და ყაზახეთს - 12 -12. სლოვენია სანმარინოს ეთამაშება, სავარაუდოდ, მოუგებს (თუ ვერ მოუგებს, თავის თავს დააბრალონ) და მეორეზე აცოცდება (შეიძლება პირველზეც). ამის გათვალისწინებით, ყაზახეთი მეოთხეზე ჩამოლაბორანტდება. გავა არა საზამთრო.
მარსელ ბარკალაია
10 სექტემბერი 2023 22:07
6
ყაზახეთმა გაგვასწრო არა კვახი, ამჯგუფში ჩვენც გვექნებოდა 12 ქულა და მეტი.
ტტტ
10 სექტემბერი 2023 21:54
9
კაი კაცო ერთი ნუ გადაეფარები ამ შვიდითერთოვიჩებს.30 წელზე მეტია ამ ფილმს ვუყურებთ და ნუ რითი ვერ დარწმუნდი რომ ლუზერების ბანდა არიან.
Giorgi
11 სექტემბერი 2023 03:01
5
ამათ ოფიციალურად დააგროვეს და ჩვენ, როგორც ყოველთვის ფანტაზიებში.
ჯონი
11 სექტემბერი 2023 01:05
3
წარმოგიდგენიათ,რაც ამათ მოუგეთ ბოლოს მას მერე სად ვართ ჩვენ და სად ესენი?!
სოსო
10 სექტემბერი 2023 21:45
1
ყაზახებმაც გვაჯობეს. როდემდე...?
....
10 სექტემბერი 2023 20:56
3
მოდით ნუ შევადარებთ



Finlande

Danemark

Slovénie

Irlande du Nord

Saint-Marin

და

Ecosse
Espagne
Norvège
A.K.
10 სექტემბერი 2023 22:10
9
ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიც პარლამენტში ზის?!
SOS
10 სექტემბერი 2023 20:49
2
ყაზახეთი თუ ვერ გავა ვინ შეგვხვდება?
ბატონი სიმა
10 სექტემბერი 2023 20:44
1
რა მნიშვნელობა აქვს,ვის შევხვდებით.
ფეხბურთის განვითარებას მიხედეთ
11 სექტემბერი 2023 10:10
1
კიდევ კარგი ყაზახეთს აღარ ვეთამაშებით თორემ 1-7 მონაგონი იქნებოდა
irakli
10 სექტემბერი 2023 20:38
12
ჩვენს გარდა ყველას აქვს პროგრესი!!!!
გიორგი
10 სექტემბერი 2023 20:24
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული