ყაზახეთმა მოიგო, ჯგუფის თანალიდერია და შეიძლება საქართველოს ნაკრებს არ შეხვდეს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, H ჯგუფში, მეექვსე ტურში ყაზახეთმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდია 1:0 დაამარცხა.

მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, თამაშს ქვეყნის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევიც დაესწრო და პირთამდე სავსე სტადიონზე მასპინძლებმა გამარჯვება მოიპოვეს. ნამატჩევს პრეზიდენტი გასახდელში შევიდა, ფეხბურთელებს წარმატება მიულოცა და რჩევაც მისცა - ფიზიკური მომზადების გაუმჯობესება გმართებთო.

ამ მომენტისთვის ჯგუფში 12-12 ქულით ლიდერები ფინეთი და ყაზახეთი არიან, მესამე ადგილზე 10 ქულით დანიაა, რომელიც დღეს სტუმრად ფინეთს დაუპირისპირდება.

ყაზახეთმა ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე პირველად მოიპოვა 12 ქულა და შემდეგ შეხვედრას 14 ოქტომბერს
გასვლაზე დანიასთან ჩაატარებს.

შეგახსენებთ, ყაზახეთი ერთა ლიგიდან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების შესაძლო მეტოქეა - თუ შესარჩევის ჯგუფიდან ვერ გავიდა.

ასტანა. "ასტანა არენა"
ყაზახეთი - ჩრდ. ირლანდია 1:0
გოლი: სამოროდოვი (27)
მკითხველის კომენტარები / 40 /
12 ქულა საქართველომ რომელ საკვალიფიკაციოზე დააგროვა?
მი
11 სექტემბერი 2023 16:53
12
ოთხი მოცებიდან ორი ჩრდილოეთ ირლანდიასთან ერთი სან მარინოსთან აქვთ.დარჩათ დანიაში,ფინეთში და სლოვენიაში თამაშები.სამივეს წააგებენ დიდი ანგარიშით.გავლენ არა კვახი.აი საქართველო აუცილებლად მოხვდება ევროპის ჩემპიონატზე!!!
რეზო
11 სექტემბერი 2023 16:18
13
შენნაირი იმედისტებითაა საქართველოს ნაკრებიც გადავსებული,ვარაუდით რომ თამაშობენ და ვარაუდით ცხოვრობენ!
KOSTAKURTA
11 სექტემბერი 2023 17:22
2
ისე გვიხარია გეგონება გიბრალტართან მაინც ვართ ფავორიტები :D
ნოდო
11 სექტემბერი 2023 16:02
2
Amat chakve chautarebs klas da dausvavs tavis adgilze.saberznetze ki dzneli mosagebia
Gia
11 სექტემბერი 2023 15:44
3
რანაირად გავა ყაზახეთი? ჯერ დანიაში მერე ფინეთში და ბოლოს სლოვენიაში გასვლები აქვს სათამაშო. ზღაპარია აქედან ყაზახებთის გასვლა!
რერო
11 სექტემბერი 2023 10:43
6
სახლში დანიის დამარცხებაც ზღაპარი ეგონათ ზოგიერთებს და ხო დაამარცხა?
ხვიჩა
11 სექტემბერი 2023 11:48
4
შანსი არ აქვთ გასვლის. ახლა მეოთხე ადგილზე არიან და სამი გასვლა აქვს უშაუალო კონკურენტებთან.
კობი 74
11 სექტემბერი 2023 10:27
5
სამაგიეროდ ჩვენ თასების მფლობელთა თასი მოვიგეთ 81ში..
გიორგი
11 სექტემბერი 2023 09:07
5
ყაზახეთი არა, კვახი. დანია და სლოვენიაა გასული მაგ ჯგუფიდან
მუმუ
11 სექტემბერი 2023 08:50
15
ახალგაზრდული ნაკრების ჯგუფიდან გასვლამ, ბევრს იმედი ჩაუსახა, რომ ეხლა გვეშველაო თითქოს, მაგრამ არ ყოფილა ასე. ვინც უყურა ყაზახეთის თამაშს დამეთანხმება ალბათ რომ ჩვენი ნაკრები ამ ეტაპზე მათ ვერ მოუგებს
დავით 67
11 სექტემბერი 2023 07:39
2
ჩვენი პრობლემა დაიწყო რუსეტში რო ლეგიონრები აგარგვყავს
arto
11 სექტემბერი 2023 04:00
58
რუსეთში რო გვყვავდნენ ხო ვერ აჩერებდნენ
რუსეთში რო კაი იყოს მის ნაკრებზე აისახებოდა
Zzz
11 სექტემბერი 2023 08:31
1
დედამიწა რო ბრუნავს ისიც არ იცი ეტყობა, არ ხარ ამ სამყაროზე ...
XDDIILL
11 სექტემბერი 2023 08:26
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული