ყაზახეთმა მოიგო, ჯგუფის თანალიდერია და შეიძლება საქართველოს ნაკრებს არ შეხვდეს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, H ჯგუფში, მეექვსე ტურში ყაზახეთმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდია 1:0 დაამარცხა.

მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, თამაშს ქვეყნის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევიც დაესწრო და პირთამდე სავსე სტადიონზე მასპინძლებმა გამარჯვება მოიპოვეს. ნამატჩევს პრეზიდენტი გასახდელში შევიდა, ფეხბურთელებს წარმატება მიულოცა და რჩევაც მისცა - ფიზიკური მომზადების გაუმჯობესება გმართებთო.

ამ მომენტისთვის ჯგუფში 12-12 ქულით ლიდერები ფინეთი და ყაზახეთი არიან, მესამე ადგილზე 10 ქულით დანიაა, რომელიც დღეს სტუმრად ფინეთს დაუპირისპირდება.

ყაზახეთმა ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე პირველად მოიპოვა 12 ქულა და შემდეგ შეხვედრას 14 ოქტომბერს
გასვლაზე დანიასთან ჩაატარებს.

შეგახსენებთ, ყაზახეთი ერთა ლიგიდან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების შესაძლო მეტოქეა - თუ შესარჩევის ჯგუფიდან ვერ გავიდა.

ასტანა. "ასტანა არენა"
ყაზახეთი - ჩრდ. ირლანდია 1:0
გოლი: სამოროდოვი (27)
მკითხველის კომენტარები / 40 /
წარმოგიდგენიათ,რაც ამათ მოუგეთ ბოლოს მას მერე სად ვართ ჩვენ და სად ესენი?!
სოსო
10 სექტემბერი 2023 21:45
1
ყაზახებმაც გვაჯობეს. როდემდე...?
....
10 სექტემბერი 2023 20:56
3
მოდით ნუ შევადარებთ



Finlande

Danemark

Slovénie

Irlande du Nord

Saint-Marin

და

Ecosse
Espagne
Norvège
A.K.
10 სექტემბერი 2023 22:10
9
ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიც პარლამენტში ზის?!
SOS
10 სექტემბერი 2023 20:49
2
ჩვენს გარდა ყველას აქვს პროგრესი!!!!
გიორგი
10 სექტემბერი 2023 20:24
5
შვიდითერთოვიჩები ეხლა ნახეთ თქვენ ნორვეგიასთან :))) ინტერვიუბეც იციან როგორ უნდა მისცენ ნუუ ამათ ჰალანდი ყავთ იქ ციოდა ჩვენ უფრო თბილ ამინდში ვარ ნაჩვევი და ასე შემდეგ :)))
Giorgi
11 სექტემბერი 2023 02:57
13
რავიცი გენეტიკაო! ყაზახეთი სომხეთი და აზერბაიჯანი გვჯობნის
ტოტი
11 სექტემბერი 2023 01:12
1
აზერბაიჯანი ??? )))))))))
))))))))))
11 სექტემბერი 2023 13:25
1
ესეც შენი აზერბაიჯანი )))

1
Belgique

2.
Autriche

3.
Suède
4
Estonie
5
Azerbaïdjan
ტოტის
11 სექტემბერი 2023 19:28
1
Ჩვენებმა შავი სამკლაურებიც არ გაიკეთეს და წუთიერი დუმილითაც არ დაიწყეს დაიქცა გურია და ადამიანები დაიღუპა. Ყველაფერს ექცევა ყურადღება და როცა ერთ მუშტადა ყველა მაშინაა შედეგი. Აქ ყველა და ყველაფერი ცალ ცალკეა სამწუხაროდ და კი ვართ იქ სადაც ვართ.
Ქომაგი
10 სექტემბერი 2023 22:12
2
კიდევ კარგი ყაზახეთს აღარ ვეთამაშებით თორემ 1-7 მონაგონი იქნებოდა
irakli
10 სექტემბერი 2023 20:38
12
მე მეპარება ეჭვი ამათმა ყაზახეთი ბარიერიც რო დაძლიონ
Las
11 სექტემბერი 2023 01:07
4
სამაგიეროდ ჩვენ თასების მფლობელთა თასი მოვიგეთ 81ში..
გიორგი
11 სექტემბერი 2023 09:07
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული