ესპანეთმა კვიპროსიც გაანადგურა - ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, მეხუთე ტურში, ესპანეთმა სახლში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსის ეროვნული გუნდი 6:0 დაამარცხა.

ესპანეთი 9 ქულით მეორე ადგილზეა (შოტლანდიას 6 ქულით ჩამორჩება და 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 12 ოქტომბერს შოტლანდიას უმასპინძლებს, ხოლო უქულოდ მყოფი კვიპროსი იმავე დღეს ნორვეგიას დაუხვდება.

ნამატჩევს ქეცბაიამ განაცხადა, რომ ევროპის საუკეთესო გუნდს დაუპირისპირდნენ, რომელიც სულ სხვა დონისაა; მეტოქემ გაკვეთილი ჩაუტარა, თავისი ფეხბურთელების მიმართ სასაყვედურო არაფერი აქვს და სწორი დასკვნების გამოტანა სჭირდებათ.

გრანადა. „ლოს კარმენესი“
ესპანეთი - კვიპროსი 6:0
გოლები:
1:0 გავი (18), 2:0 მერინო (33), 3:0 ხოსელუ (70), 4:0 ფერან ტორესი (73), 5:0 ალექს ბაენა (77), 6:0 ფერან ტორესი (83)

მკითხველის კომენტარები / 13 /
ქეცბა ეგ მოგება ესპანელებზემეტად ჩვენი ფედეაციის ხალხს უფრო გაუხარდა რა სწორად აგინებდი ხოლმე ამათ .
Გიო
03:47 13-09-2023
15
ამის მწვრთნელობა არ გაიშვას რა.ამ უზრდელი კაცის ხელში ყველა ნაკრები და კლუბი ანტიფეხბურთს თამაშობს.
zaza
09:06 13-09-2023
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული