ინგლისმა, რომელმაც ევროპირველობის საგზური გასულ ტურში მოიპოვა, სახლში მალტას 2:0 სძლია და პირველი ადგილი გაინაღდა.
იტალიამ ჩრდილოეთ მაკედონია 5:2 დაამარცხა. კიეზამ და ატანასოვმა დუბლი შეასრულეს, ხოლო ჟორჟინიომ „სკუადრა აძურაში“ ზედიზედ მესამე პენალტი ვერ გაიტანა.
ლონდონი „უემბლი“
ინგლისი - მალტა 2:0
გოლები: 1:0 პეპე (8, საკ. კარში), 2:0 კინი (75)
რომი. „ოლიმპიკო“
იტალია - ჩრდ. მაკედონია 5:2
გოლები: 1:0 დარმიანი (17), 2:0 კიეზა (41), 3:0 კიეზა (45+2), 3:1
გამოუყენებელი პენალტი: ჟორჟინიო (40)
ჯგუფში 19 ქულით ლიდერი ინგლისია, იტალიას და უკრაინას 13-13 ქულა აქვთ, ჩრდილოეთ მაკედონიას 7, ხოლო მალტა უქულოდ დარჩა.
20 ნოემბერს უკრაინა იტალიას ლევერკუზენში უმასპინძლებს. სპალეტის გუნდს უკეთესი დამატებითი მაჩვენებელი აქვს და ევრო 2024-ის საგზურის მოსაპოვებლად ფრეც ჰყოფნის.
იმავე დღეს ჩრდილოეთ მაკედონია ინგლისს სკოპიეში მიიღებს.