შეხვდებიან სანიოლი და დეშამი მერვედფინალში? - საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლის შანსები...

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალზე საუბარი ვინმესთვის იქნებ ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ იმხელა სიხარულს ვეზიარეთ, უფლება გვაქვს, დარჩენილ დროში ბევრი რამ განვიხილოთ, მათ შორის, ისიც, ვის შეიძლება დავუპირისპირდეთ ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში...

საუკეთესო მესამე

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ფორმატის შესახებ, რომელიც ჩვენ სადებიუტო მონაწილეობამდე მაინც "შორიდან" გვესმოდა - ექვსი ოთხგუნდიანი ჯგუფიდან 2-2 საუკეთესოსთან ერთად, მერვედფინალში ოთხი მესამეადგილოსანიც გადის (ორი მესამეადგილოსანი ჯგუფში რჩება). ამიტომ, ყურადღება თითოეულ ჯგუფს უნდა დავუთმოთ. სავარაუდო შედეგების დაწერას არ ვაპირებთ, მაგრამ მსჯელობას ვერავინ დაგვიშლის.

ევრო 2024 14 ივნისს, პარასკევს, ჩვენი დროით
23:00 საათზე (სათამაშო დროებია ასევე 17:00 და 20:00 სთ) გაიხსნება, სადაც ერთმანეთს მასპინძელი გერმანია და შოტლანდია დაუპირისპირდებიან. ამავე ჯგუფში შვეიცარია და უნგრეთი არიან. მიუხედავად შოტლანდიელთა და უნგრელთა პატივისცემისა, მასპინძლის სტატუსი და შვეიცარიიის სტაბილურობა უფლებას გვაძლევს, ამ ჯგუფის ფავორიტები დავასახელოთ. ასეთ შემთხვევაში ჩვენი სურვილი ის იქნება, ამ ორმა ნაკრებმა ბევრი ქულა მოიპოვოს (იდეალურ შემთხვევაში ერთმანეთთან დაპირისპირების გარეშე - 6). მაშინ გამოვა, რომ მესამეადგილოსნის მაქსიმალური ქულა 3 იქნება, რაც მესამე ადგილით პლეი-ოფის შანსებს გაგვიზრდის.

გაცილებით ძლიერია B ოთხეული. ერთი შეხედვით, მოქმედი ჩემპიონი იტალია და ესპანეთი ფავორიტები არიან, მაგრამ ამას ასე მარტივად ვერ ვიტყვით იქ, სადაც ხორვატიის ნაკრებია. თუკი ალბანეთის ნაკრებისგან სასწაული არ ვიხილეთ, ამ ჯგუფიდან საუკეთესო მესამეადგილოსანი აუცილებლად უნდა გვყავდეს.

მომდევნო ჯგუფში ინგლისის ნაკრები უპირობო ფავორიტია, დანიასა და სერბეთს კი უფრო მეტი შანსი უნდა ჰქონდეთ, ვიდრე სლოვენიას. ვივარაუდოთ, რომ ინგლისელები სხვებს ნაკლებ უფლებას მისცემენ, ჯგუფური ეტაპი მაღალი ქულით დაასრულონ.

რთული სათქმელია, D ჯგუფში საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა პოლონეთსა და ავსტრიას რა შანსი უნდა მისცენ, მაგრამ ბრძოლა ბოლომდე იქნება. ვიმედოვნებთ, მესამეადგილოსანი მინიმალურ ქულას მოიპოვებს.

ბელგია, სლოვაკეთი, უკრაინა, რუმინეთი - ამ ოთხეულის გამოკვეთილი ფავორიტი დასუსტებული ბელგიის ნაკრებიც არაა და სავსებით შესაძლებელია, ქულები "გაიფანტოს".

Sportall.Ge

შესაძლო პლეი-ოფი

პირველ რიგში, მინიმალურზე ვიფიქროთ. თუკი ვილი სანიოლის გუნდი საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის მოხვდება, პლეი-ოფის პირველ ეტაპზე ორი შესაძლო ვარიანტი იქნება (სხვა მესამეადგილოსნების შედეგებიდან გამომდინარე) C ან B ჯგუფის გამარჯვებული. თუ ერთ შემთხვევაში ინგლისს თამამად დავასახელებთ, მეორეგან პირობითად ასეთად ესპანეთი ჩავთვალოთ. ეს მატჩი 30 ივნისს უნდა გაიმართოს.

ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, პირდაპირ ცნობილია, რომ D ჯგუფის პირველადგილოსანთან გავარკვევთ ურთიერთობას და თუ ლოგიკას გავყვებით, ის საფრანგეთის ნაკრები უნდა იყოს (2 ივლისს). მაშინ ვილი სანიოლი და დიდიე დეშამი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, "ჯვაროსნების" დამრიგებელი კი მშობლიური ნაკრების დამარცხებას ეცდება.

ჩვენი, F ჯგუფის, ფავორიტად მიჩნეული პორტუგალია, პირველი ადგილის გათვალისწინებით, A, B ან C ჯგუფის მესამეადგილოსანს შეხვდება. ამ გადასახედიდან, აქ ყველაზე რთული მოწინააღმდეგე ხორვატიის ან იტალიის ნაკრები შეიძლება იყოს...

აქვე გეტყვით, რომ მეოთხედფინალები 5-6 ივლისს, ნახევარფინალები 9-10 ივლისს, 
ფინალი კი 14 ივლისს შედგება.

altევრო 2024 - საქართველოს ნაკრების სავარაუდო განაცხადი - ვერ ვიჯერებთ!..

altშეუძლია საქართველოს თურქეთის დამარცხება? ისტორიული რაკურსი და დღევანდელობა - ევროს პირველი ტური

altყველაფერი სანიოლზე - ოცნება პოლიციელობაზე, გაძევება ბოლო წუთზე, ზიდანთან შერიგება მეუღლის თხოვნით და ტიტულები...

მკითხველის კომენტარები / 49 /
მოდით ნუ ბაქი-ბუქობთ რაა, რა ჯგუფიდან გასვლაა..კუმ ფეხი გამოყოო..ზუსტადაც!! დაგავიწყდათ საერთოდ უკანა კარიდან,რომ მოხვდით ევროზე,ისიც უეფას კეთილი სურვილით, თუ არა და არ შეეძლოთ რაა!! ორივე თამაში თბილისში რომ არ ჩაენიშნათ. ან კიდევ 30 ათასიანი ქვეყნის-ლუქსემბურგის ნაკრების, მსაჯის წახმარებით დამარცხება თუ ასეთი ოპტიმიზმის საფუძველია-არ ვიციი....ბერძნებთან კი ბეწვზე გადავრჩით და მხოლოდ პელნებში გაგვიმართლა....გაიხსენეთ.ასეთივე ბაქი-ბუქი იყო ატეხილი ამ ევროს შესარჩევი ციკლის წინ-ათას გიჟური ვარიანტების თვლა და იტალიის, შოტლანდიისა და ნორვეგიელი მცველებისა და მწვრთნელების ვითომდა შიშები როგორ შეეჩერებინად კვარა და ჩაკვე. რეალურად ვერც ერთი თამაში ვერ მოუგეთ მათ, ესპანელებმა საერთოდ 2-10 გაგვანადგურეს და ჯგუფში ბოლოდან მე-2 ადგილზე გავედით. მართალია ფეხბურთში და საერთოდ ბუნებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ასეთი ურა ტრაბახი, მაინც უსაფუძვლო მგონია...
SOSO
22 მაისი 2024 10:22
1
ვისაც ფანტაზიის უნარი არა აქვს ის ვერასდროს ვერაფერს მიაღწევს. აქ მეზღაპრე არავინ არის და ბევრ ჩვენგანს საკმაო წლებია რაც ფეხბურთს ვგულშემატკივრობთ. ზოგნიც მშვენივრად ერკვევიან ფეხბურთის ნიუანსებში და ყველა ჩვენგანმა ვიცით ჩვენი ნაკრების დონე. მაგრამ ეს ხომ ევროპის ჩემპიონატია და ამიტომ ჩვენმა უმეტესობამ თავს ნება მივეცით ფანტაზიას. რატომ და ბევრი გვინახია და იმ ბევრიდან ნანახში დავრწმუნდით რომ მის უდიდესულობა ფეხბურთი მოულოდნელობით აღსავსეა. რაც ძალიან გვინდა ის უნდა დავიჯეროთ და გარშემო ყველა დავაჯეროთ რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. რწმენით იყო 300 არაგველი თუ 300 სპარტანელი, რწმენით იყო საბერძნეთი ჩემპიონი და დანია, რწმენით იყო საფრანგეთი ჩემპიონობის შემდეგ კორეში ჯგუფში რომ ჩატოვეს, რწმენით იყო იაპონიამ მიყოლებით გერმანია ესპანეთი რომ დააწვინა და რა ვიცი რამდენი რამ ჩამოვთვალო? მე ვიცი აქმდე რანიც ვიყავით, მაგრამ მე უფრო მეტი მინდა და მჯერა ამას შევძლებთ. როგორც არ უნდა მოხდეს არავინ გავაკრიტიკებთ ბიჭებს, მათ უკვე ევროპა გვაჩუქეს და ჩვენ იქ ვართ. მე მჯერა ჩვენი ბიჭების და მგონი ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვირწმუნოთ მათი, ბიჭებმა ეს დაიმსახურეს.
G.LA
22 მაისი 2024 02:07
3
სიმსონებშია მერვედფინალში თუ ფინალი არ ვიცი. საქართველოს ეროვნული ნაკრები ინგლისში ხვდება და სავარაუდოდ იგებს საქართველო))) მერე ჩხუბი აიწევა როგორც მინდორზე ისე ტრიბუნაზე )))
გიო
21 მაისი 2024 19:50
0
ბოდიშს მოგიხდით მეგობრებო მეც მაგრად ვნერვიულობ და სასწაულის მოლოდინში ვარ მაგრამ,


რა შუაშია ილია მეორე ან კიდე მღვდელი,ეკლესია,ჯამე და ბუდიზმი?
ეგ ფეხბურთია და ადამიანებს ვეთამაშებით,მოწინააღმდეგეებიდან არცერთი არ არის მარსიანელი ან ქვესკნელიდან ამოხეთქილი და სარწმუნოება,ილია მეორე და ასე შემდეგ ცოტა უცნაირად ჟღერს როცა ,,თამაშზეა'' საუბარი..
თამაშს და აზარტს ზოგადად არც ბიბლია ქადაგებს არც ყურანი არც ბუდიზმი და არც ვატიკანი..

ვფიქრობ მონდომება,შრომა,შემართება საჭირო რომ რაღაცას მივაღწიოთ..
ნუ რა საჭირო მღვდელმა დალოცოს?
ან კიდე მოწინააღმდეგე დაწყევლოს ეს ხომ ფეხბურთია...
კიდევ ერთხელ თავს დავხრი თქვენს წინაშე და მაპატიეთ თუ ამ კომენტარით ვინმეს ოდნავ გული დავწყვიტე..
უბრალოდ ფეხბურთი აღარ ვითამაშოდ და მამაოები გაუშვათ ჩემპიონატზე ასე არ ჯობია? თან ილოცებენ და თან ღმერთიც დაგვეხმარება, აბა ფრანგები თურქები და პორტუგალიელები ხო ვირის შვილები არინ ჩვენსავეთ ღმერთის კი არა...
Shavi kaci
21 მაისი 2024 17:45
3
ისე ხანდახან ცოტა უხეშადაც კი უნდა შემოუძახო ამათ, თორემ მთლად ფანატიზმში და სიბნელეში ვარდებიან პერიოდულად
shavi kaci-s
22 მაისი 2024 12:34
0
საუკეთესოა
რამაზი
21 მაისი 2024 12:29
3
ვეხმაურები „ ისევ ფიგუს“

მახსოვს ლობანოვსკი ეუბნებოდა თავის ფეხბურთელებს „ხუთი წელი ითამაშეთ როგორც მე მინდა და მთელი ცხოვრება გარანტირებული უზრუნველყოფილი იქნებითო“ ე.ი. ვარჯიში და რეჟიმი, ვარჯიში და რეჟიმი. ვისაც სამშობლო უყვარს.....

შეხედეთ რონალდოს,თ.მიულერს, ლევანდოვსკის -საუკეთესო მაგალითებს.
ტატიკო
10 აპრილი 2024 18:37
1
შეიძლება თავი მოგაბეზრეთ ,მაგრამ გთხოვთ მაპატიოთ

ფეხბურთელებზე არა ნაკლები შრომა და ვარჯიში უწევთ სპორტსმენებს სხვა სახეობებში: კალათბურთში, ძიუდოში, რაგბში......

მარტო ერისიონის მოცეკვავეები რომ ვთქვათ; დღეში ხან სამ კონცერტს ატარებენ და არც ერთი ოდნავ შეცდომასაც კი არ უშვებს. ე.ი. ავტომატიზმამდე აქვთ აყვანილი თავიანთი ფუნქცია. მახსოვს ხვიჩა იძახდა მოედანთან ახლოს ვცხოვრობ რომ დამატებით ვივარჯიშოო.ზოგჯერ ერთ ილეთს ასჯერ და მეტჯერ ვასრულებ,სანამ ბოლომდე არ დავხვეწავო.

დასკვნა ერთია: ვარჯიში და ვარჯიში. ათი წელი ითამაშე მერე იბაირამე. და კიდევ:კარგი ფსიქოლოგიური მომზადება შავლაყაძის,სანეევის, საკანდელიძის და ბევრ სხვათა ბიოგრაფიების გაცნობა, გასახდელში თამაშზეგასვლის წინ „ქართველო ხელი ხმალს იკარ“ და „ჩაკრულო“--ს მოსმენა და მღვდლის მიერ გუნდის დალოცვა და თამაშის დროს მხოლოდ მოგებაზე ფიქრი.
ისევ ფიგუ
10 აპრილი 2024 15:57
4
ღორს ყაურმა რომ დაუდგა გობით,მაინც მძღნ.....კენ გაიწევს და იმას დაუწყებს ჭამას.

ამ გვარგადაკეთებულებს თუ არ მივხედეთ და არ მ. დ. ტ.,მანამდე არ მოიშლიან მძღ...ჭჭამას.

იმის მაგივრად ,რომ გამოხატონ აღფრთოვანება ,მიჰქარავენ ანტიქართულ ინტრიგებს.

მე ვიტყოდი შემდეგს: არ მახსოვს ზუსტად წელი იუგოსლავიის ნაკრები რომ მოხსნეს ფინალური ჯგუფიდან და მის მაგიერ ჩასვეს დანიის ნაკრები. სულ რაღაც დღეები იყო დარჩენილი და მთელი შემადგენლობა გაფანტული იყო საზაფხულო არდადეგებზე. ვინაიდან უვარჯიშებლებს არაფრის იმედი არ ჰქონდათ, ძირითადი მოთამაშეები არც ჩავიდნენ გამოძახებაზე და რა მოხდა?--თავ

იანთი ვაჟკაცური, თავდადებული შემართებით ევროპის ჩემპიონთა მედლებით დაიმშვენეს მკერდი და გმირებად დაბუნდნენ სამშობლოში.

მეც ასეთი გამარჯვების იმედით ველოდები ამ ჩემპინატს. ხვიჩას თამადობით უნდა გაიბრწყინოს საქართველოს ნაკრებმა. წასვლის წინ მთელი ნაკრები დაალოცინეთ ილია მეორეს!!!
ფიგუ
10 აპრილი 2024 15:03
7
უგუნურებო, ქრისტიანობას რელიგიებთან როგორ ათანაბრებთ?! ცნობისთვის, ღვთის სიტყვას/ბიბლიას არანაირი საერთო არ აქვს არც ერთ რელიგიასთან, პირიქით ყველა რელიგია ეწინააღმდეგება ღვთის სიტყვას/ბიბლიას. შესაბამისად, ყველა რელიგია სიცრუე და სატანიზმია(სიტყვა სატანა ღვთის მოწინააღმდეგეს ნიშნავს), რადგან ერთადერთ სიმართლეს-ღვთის სიტყვა/ბიბლიას ეწინააღმდეგებიან. ამიტომ, რელიგიური სნობიზმით დაბელებულო უგუნურებო უნდა იცოდეთ, რომ როდესაც პატივს მიაგებთ რელიგიებს, მაშინ თქვენ ღებულობთ წარმართობას და უარს ამბობთ იესო ქრისტეზე. პ.ს. სიტყვა რელიგია ეტიმოლოგიურად ნიშნავს კულტმსახურებას, შესაბამისად, ღვთის სიტყვის/ბიბლიის კულტმსახურებასთან გათანაბრება მომაკვდინებელი ცოდვაა!
ბნელებო
24 მაისი 2024 08:45
4
იუგოსლავიის ნაცვლად დანიის გასვლა და მერე ჩემპიონობა მართლა მაგარი თემა იყო! ღმერთმა ქნას! მარა ეს გვარგადაკეთებული და ა.შ. ვიღაცეების გინება რა პონტია ვერ მივხვდი! მეც გადაკეთებვული მაქვს გვარი, ანუ დედის გვარზე ვარ და რა ახლა ვერ გავიგე ვინმეზე ნაკლები ქართველი ვარ თუ ვინმეზე ნაკლები ვარ საერთოს რამით? ვინც ჩემზე უკეთეს ქართველად თვლის თავს გამოქანოს ფუნიკულიორიდან და .... ....ზე.
ბს
21 მაისი 2024 18:04
0
ყველა გამოხმაურება
მოდით ბიძია მოდით, კაი საქმეზე მოდიხართ.
Modit
09 აპრილი 2024 21:04
2
2004 წელს საბერძნეთი აუტსაიდერი იყო და ჩემპიონი გახდა. ასე რომ პატრიოტებო, საქართველოს ნაკრებს 500 კუში აქვს ჩემპიონობაზე. თან ჩემპიონობა და თან მაყუთი. ხომ მაგარია.
დიმა
09 აპრილი 2024 13:00
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული