Mail Sport: EURO 2024-ისთვის ნაკრებთა განაცხადში ფეხბურთელთა რაოდენობა 23-დან 26-მდე გაიზრდება

AutoSharing Option
UEFA-მ განაცხადების რაოდენობა 23 ფეხბურთელიდან 26-მდე გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული Mail Sport-ი ავრცელებს.

ჯერჯერობით ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს, ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი პირველ მატჩს 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 27 /
გამიხარდა. აზაროვზე, საზონოვსა და ლობჟანიძეზე მწყდებოდა გული, რომელიმე რომ ვერ მოხვდესო

ეს ხალხი ალბათ უეჭველი იქნება განაცხადში:

კარში: (3) მამარდაშვილი, ლორია, გუგეშაშვილი
დაცვა: (5) საზონოვი, ს. კვირკველია, კაშია, ლოჩოშვილი, დვალი
ფლანგები: (6) კაკაბაძე, გოჩოლეიშვილი, ს. ლობჟანიძე, აზაროვი, წიტაიშვილი, შენგელია
ცენტრი: (5) ქოჩორაშვილი, კანკავა, კიტეიშვილი, კვეკვესკირი, ჩაკვეტაძე
წინ: (4) კვარაცხელია, მიქაუტაძე, ზივზივაძე, ქვილითაია

ეს კი გამოვიდა 23 კაცი. დანარჩენი 3 ადგილი საინტერესოა როგორ განაწილდება. ალბათ 1 აუცილებლად ცენტრალურ მცველს დაამატებს და 1 ცენტრალურ ნახევარმცველს.

ამ ხალხიდან აირჩევს ჩემი აზრით:

დაცვა: გველესიანი, ხოჭოლავა, ი. გელაშვილი, კალანდაძე
ნახევარდაცვა: სიგუა, გაგნიძე, აბურჯანია
წინ: ვოლკოვი

არაბიძე მაინც მეეჭვება შეიყვანოს თუნდაც 26 კაცში. იმათ წაიყვანს ვისაც ეყრდნობოდა შესარჩევ ციკლში და ვინც ერთმანეთთან შეთამაშებულია და წვლილი მიუძღვით ევროპაზე გასვლაში
კარგია
14:09 23-04-2024
4
ჰოდა თუ მასეა, მაშინ არაბიძე, აზაროვი და ოქრო დაამატოს-4 დრეში ერთხელ თამაშებს დასჭირდება შემტევი პოტენციალის ქონა თუნდაც თადარიგში-რა იცი როდის დაგვჭირდება და როდის გაისვრის არაბა შორიდან :)
inviz9
13:44 23-04-2024
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული