საქართველო ფორმაშია და თურქეთი ისეთი ფავორიტი აღარაა!..

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე ფიქრს, რომელიც ასე მოახლოვდა, სულმოუთქმელად ვაგრძელებთ. ვაჟა-ფშაველას ლექსი "მოლოდინი" ასე სრულდება:

"გამზარდოს, ღრუბლად მაქციოს,
მძიმედ დამტვირთოს წვიმითა,
რომ მოვრწყო გული ქვეყნისა
დაუშრობელის მილითა;
ავაჭიკჭიკო ბულბული
საღამოთი და დილითა
და წარვსდგე ჩემს მეუფესთან
ხელთ ანთებულის ცვილითა."


ქართველ ფეხბურთელებს სადებიუტო ევროპირველობაზე მართლაც დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, ბედნიერება აქვთ, გულშემატკივრებს კი - განსაკუთრებული მღელვარება. ამ მოვლენას მხოლოდ ლირიკულ ჟანრში ვერ შევხედავთ, სათქმელი უფრო მეტია...

სანიოლიც ფორმაშია

Sportall.Ge

წმინდა საფეხბურთო ასპექტებში (ამის ხაზგასმა გვიწევს) საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა მარტიდან (საგზურის გაფორმებიდან) დღემდე ისე გაიარეს,
როგორც სასურველი იყო - მაქსიმალური შედეგიანობა და პროდუქტიულობა, ტრავმებისგან დაცვა და მწვრთნელების კეთილგანწყობა, რომლებიც ბიჭებს, ევროპის ჩემპიონატის კონტექსტში, ამოსუნთქვის საშუალებას აძლევდნენ. მანამდე ერთი ამხანაგური მატჩი გვაქვს, რომელიც ასევე ძალიან მშვიდად უნდა გავიაროთ!..

საქართველოს ნაკრები ტურნირზე დებიუტანტია და მას აუცილებლად აუტსაიდერთა შორის მოიხსენიებენ. ვილი სანიოლის მოღვაწეობა გვაჩვენებს, რომ ჩვენი გუნდი ამას არცთუ იშვიათად ძალიან სასიკეთოდ იყენებს, აქვს ნაკლები წნეხი და თამაშს კონტრშეტევებზე წარმატებით აგებს. საბერძნეთთან ფინალის შემდეგ ზეწოლის გაძლებაზეც შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ. ფრანგი მთავარი მწვრთნელისგან იმავეს გაგრძელებას უნდა ველოდოთ, რაც ფინალში ვნახეთ - ნაკლები ექსპერიმენტი თუ ტაქტიკური მრავალფეროვნება და აქცენტი კარგად ნაცად ძველზე იმ იმედით, რომ ფეხბურთელები ყველა დავალებას პირნათლად შეასრულებენ...

ნაკრებმა მიქაუტაძესთან ერთად პირველად ივარჯიშა

Sportall.Ge

"საქართველო ფორმაშია" - ეს მარტის ფინალისწინა დევიზი იყო, რაც ახლა კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს - საშუალოევროპული ჩემპიონატების გამარჯვებულები, შედეგიანობა და სანდოობა ტოპლიგებსა და თუნდაც, ნაკლებად ძლიერ გათამაშებებში. ევროს პირველი ტური რომ ავიღოთ, სხვადასხვა ტიპის პროგნოზსა და მოსაზრებაში თურქეთის ნაკრები ჩვენთან ისეთი გამოკვეთილი ფავორიტი აღარაა, როგორც მანამდე. დანარჩენს 18 ივნისის საღამოსა და მის შემდეგ ვნახავთ. ზემოთქმულიდან გამომდინარე, როცა უფრო ძლიერად გაღიარებენ, ვიდრე ცოტა ხნის წინ, წმინდა სპორტული თვალსაზრისით, ეს შენ მიმართ დამოკიდებულებებს ცვლის, მაგრამ ამან დამატებითი მოტივაცია უნდა მოგვცეს და არა პირიქით.

ევროპის ჩემპიონატის ირგვლივ საკმაოდ ბევრი დავწერეთ. გვსურდა, აკადმიური განხილვისთვის, მით უმეტეს, რაც საქართველოს ნაკრებსა და მის ჯგუფს ეხება, უცხოურ მედიაში "ქექვა" არ ყოფილიყო საჭირო. დაწყებამდე დრო იკლებს, ემოციები ჭარბობს და ყოველდღიურობაში ევრო 2024-ზე უფრო მეტს ვფიქრობთ!..

altერთი თვე ევრომდე - ყველა ნაკრების განხილვა და საქართველო, რომელსაც კვარაცხელია ჰყავს...

altევრო 2024. ესპანეთში საუკეთესო მამარდაშვილი - ყველაზე პროგრესირებადი და სახელოვანი მეკარეები

altუკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

altშეუძლია საქართველოს თურქეთის დამარცხება? ისტორიული რაკურსი და დღევანდელობა - ევროს პირველი ტური

მკითხველის კომენტარები / 23 /
თურქეთის ნაკრები არც არასდროს ყოფილა ჩვენზე ძლიერი და ვერც ახლა იქნება მითუმეტეს საკმაო ჩავარდნები ქონდა. თურქეთს თუ ვერ მოუგეს ახლა მაშინ ჩვენი ადგილი არ ყოფილა ევროპაზე.
უცხო
20 მაისი 2024 14:02
33
დიდი ანგარიშით მოგვიგებენ.
სამწუხაროდ
ასს
20 მაისი 2024 14:44
39
რა თქმა უნდა ღვთისავარ ანთაძე!ამჯერად უკვე ლირიკისა და სპორტის ლამაზი ნაზავით.ჩემს თავს და იმათ ვულოცავ,ვინც ღვთისავარის როგორც საკუთარი სტატიების წერის პირველი ცდები წავაქეზეთ და ყველანი მოგებულნი დავრჩით.მისი სტატიები,დღეს ნებისმიერი ქვეყნის მედიაში, წარმატებით შეიძლება დაიდოს.შუბი ხალთაში მაინც არ დაიმალებოდა და ღვთისავარი უჩვენოდაც გამოჩნდებოდა,მაგრამ რომ შევამჩნიე,ჩემთვისაა ძალიან სასიამოვნო.სხვებიც ალბათ ასევე იქნებიან.საიტის სხვა თანამშრომლებსაც ისევ მოვუწოდებ:მიდით,გაბედეთ მეგობრებო!გასაკრიტიკებელს თქვენც გაგაკრიტიკებთ,მაგრამ გვერდითაც დაგიდგებით და საბოლოოდ რაღაცა გამოვა.უკეთესად გახდომა ყოველთვის შეგიძლიათ,თუკი სათანადოდ მოინდომებთ.
სოსო
20 მაისი 2024 12:19
7
რათ გვინდა ამხანაგური, ჩრდ კორეასავით გასაიდუმლოებული ნაკრები ვართ.D
bd-s
20 მაისი 2024 12:13
22
მეც ვფიქრობ რომ თუ მოგებაა თურქეთი უნდა დავამარცხოთ.
შეგვიძლია
las
20 მაისი 2024 12:04
8
ამხანაგური თამაშების რაისმის?!
bd
20 მაისი 2024 10:57
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული