თურქეთის ნაკრებს მესამე ფეხბურთელი გამოაკლდა - იტალიასთან მატჩში კაბაკმა მძიმე ტრავმა მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქე თურქეთი ამხანაგურ მატჩში სტუმრად იტალიას დაუზავდა - 0:0.

42-ე წუთზე ტრავმა მიიღო თურქეთის ნაკრების მცველმა ოზან კაბაკმა (ჰოფენჰაიმი), მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და გამოკვლევის ჩასატარებლად კლინიკაში გადაიყვანეს. ადრე ცნობილი გახდა, რომ თურქეთს ევროპირველობაზე ტრავმირებულები - მცველი ჩაგლარ სიონჯუ (ფენერბაჰჩე) და თავდამსხმელი ენეს იუნალი (ბორნმუთი) ვერ დაეხმარებიან.

თურქეთი ევროპის ჩემპიონატამდე კიდევ ერთ სპარინგს გამართავს -10 ივნისს ვარშავაში პოლონეთს შეხვდება.

საქართველოს ევროვნული გუნდი თურქეთს ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, 18 ივნისს დორტმუნდში ეთამაშება.

ბოლონია. „რენატო დალ’არა“
იტალია - თურქეთი
0:0


altჩალჰანოღლუმ საკუთარი თავი ევროპის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელა და საქართველოსთან მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჰოდა ვიღაც-ვიღაცებს გული წყდებოდათ საქართველოს ნაკრებს რატომ სამი ამხანაგური არ დაუგეგმესო. ხედავთ? ეშმაკს არ ძინავს.
ჟორა გაბრა
05 ივნისი 2024 14:14
5
კვარაცხელია არ ათამაშო ამხანაგურში დამიჯერეთ!!!
კეთილი რჩევა
05 ივნისი 2024 10:38
5
საერთოდ,სხვისი უბედურება რატომ გიხარიათ? ყველა ფეხბურთელისთვის ტრაგედიაა ასეთი ფორუმის გამოტოვება,როცა გუნდს დაეხმარე და მიდიხარ ევროზე,თუმცა ამხანაგურში იტრავმები და ვეღარ მიდიხარ. თუ თურქების ტრავმების იმედზე ხართ,ვერ ყოფილა თქვენი საქმე კარგად. არ იქნება სოიონჯუ,დადგა კაბაკი და თუ ისიც არ იქნება,დადგება დემირალი,რა განსხვავება არის? ახლა,მონტენეგროსთან რო გაიტრავმოს ხვიჩა,თურქებმა უნდა იღლიცინონ? პატივი ეცით ჯერ საკუთარ თავს და მერე მეტოქეს. ვისაც ასეთი ფაქტები უხარია,თქვენ ქართველები არ ხართ,თქვენ ხართ ჯოგი,ჩასახლებული ჯოგი.თუ მაგარი ხარ,გადი და სრულ შემადგენლობას მოუგე,რაში გჭირდება იმაზე ოცნება და ფიქრი,ვიღაც გაიტრავმოს და ერდოღანი დადგეს დაცვაშიო?

ცუდია ასეთი ამბები,როისის ამბავი მახსენდება და კაცმა ისე დაამთავრა კარიერა რო ვერ ითამაშა ნორმალურად. მსოფლიო ჩემპიონამდე განაცხადში იყო,ტრავმა მიიღო და გამოტო 2014 წლის მსოფლიო ანუ მსოფლიო ჩემპიონის მედალი დაკარგა კაცმა.
იასონას უდარი
05 ივნისი 2024 05:37
18
კომენტარებს რომ გადავხედე, არავინ არ ღლიცინებს და არავინ არ დასცინის თურქებს, შენს მეტი, რომელ კომენტარში წაიკითხე ღლიცინი, თუ სასურველი გინდა რეალობად წარმოაჩინო და მარტო შენ გამოჩნდე კაი ტიპად? სინამდვილეში ყველაზე ცუდი ტიპი გამოხვედი, რადგან არავინ არ დასცინის თურქებს, შენს მეტი.
ბმბ
05 ივნისი 2024 12:35
2
ის სად არის რო მიკომენტარებდა ძაან შორს ხარო რო ვამბობდი არ არის საჭირო მეორე ამხანაგურითქო.
ნეტავ ეს მონტენეგრო ჩაგვამთავრებინა მშვიდობიანად.
Levani
05 ივნისი 2024 04:08
1
"ძლევაი საკვირველი" წააკითხეთ ბიჭებს
მამუკა
05 ივნისი 2024 02:11
4
ეხლანდელი თურქები ოსმალები არიან,ისინი კი სელჯუკები იყვნენ. . . ოსმალები ბევრჯერ გვყავს დამარცხებული მაგრამ პოლიტიკური შედეგი გარდა დაამარცხებს უფრო მოყვა ვიდრე გამარჯვებებს. . აი როგორც საბერძნეთს მოუვიდა,ყველაგან ყოველთვის გაიგებდა მარა ყველაზე მნიშვნელოვანი წააგეს. . აი პოლიტიკური შედეგი კი მხოლოდ იმ გამარჯვებებს მოყვა(ოსმალეთის იმპერიას ვგულისხმობ)რომლებიც რაც არ უნდა არაპროევროპულად ჟღერდეს ,რუსებთან ერთად მოვიპოვეთ. . 1828 წელს სამცხე-ჯავახეთი დავიბრუნეთ,ხოლო 1879 წელს კი აჭარა აფხაზეთი და ტაოკლარჯეთის დიდი ნაწილი. . აი ეს არის ფაქტი. . 1801 წელს ვიყავით სადღაც 30 000 კვ/კმ და 1879 წელს გავხდით115კვ/კმ. . . ის რომ რუსეთმა თავისთვის წაართვა და რამე არის მხოლოდ გრამაფონში,რამეთუ ზურგზე არ მოუკიდა და მოსკოვში არ წაუღია. . 1918 წელს ნაძალადევი დამოუკიდებლობა და ჩამოვედით 70 ძე რაც ულვაშებიანის წყალობით 1991 მდე შევინარჩუნეთ. . მერე ისევ დამოუკიდებლები და 50ზე დაბლა ვართ. . . თან ორივე დამოუკიდებლობის პერიოდში ანგლოსაქსები თუ გერმანელები გვყავდა სტრატეგიულ პარტნიორებათ. . . 1920 წლის 7 სექტემბერს ერთა ლიგაში არ მიგვიღეს და ბოლშევიკურ ოკუპაციას მწვანე აუნთეს. . .ვინ გამოვიდა სიტყვით ჩვენი მიღების წინააღმდეგ პარიზში?. . . ვუდრო უილსონი აშშ-ს პრეზიდენტიიიი. . რატომ?. . .რა კავკასიის მნიშვნელობას ვერ აცნობიერებდნენ მაშინ ამერიკელები?!. . .თან იმ ფონზე რომ ნავთობი მაშინ მარტო ბაქოში იყო და სხვაგან არსად. . . რუსეთის განუყოფელი ნაწილიაოოო. . აი ეგრე თქვააააა. . . რატომ?. . .თუ გგონია რომ კავკასიას რუსეთის არჩივად აღიარებდა მაშინ დასავლეთი ძალიან ცდებით. . .საქმე იმაშია რომ მაშინ რუსეთში ლენინის და ტროცკის სახით მათი მარიონეტები ისხდნენ და რუსეთის სრული განადგურების გეგმა მოქმედებაში მოჰყავდათ და მათთან ერთად ჩვენი. . . თუ ვინმეს უნდა მივცეთ დამოუკიდებლობა ეს სომხეთია,აი ამ სიტყვებით დაამთავრა გამოსვლა. . .აი ამიტომ არ ჭირდებოდათ საქართველო არაფერში გესმის. . .უბრალოდ ულვაშებიანი ვერაფრით გათვალეს და . . . თორემ მსოფლიო ელგებედიზაცია დამთავრებული იქნებოდა და მოსახლეობაც განახევრებული
ნაპოლეონი
05 ივნისი 2024 16:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული