საქართველოს ნაკრებთან შეხვედრამდე თურქეთმა პოლონეთთან არწასაგები მატჩი წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქე თურქეთი ამხანაგურ მატჩში სტუმრად პოლონეთთან 1:2 დამარცხდა.

მასპინძლები დებიუტში ლევანდოვსკის პასით სვიდერსკიმ დააწინაურა. შემდეგ ორივემ ტრავმა მიიღო და პირველივე ტაიმში შეცვალეს. შესვენების მერე სტუმრები გააქტიურდნენ და მეკარე შესნიმ რამდენჯერმე გადაარჩინა თავისი გუნდი. კონტრშეტევაზე ორი შანსი პოლონელებსაც მიეცათ, მაგრამ პირისპირ გასულ 19 წლის ურბანსკის მეკარე გიუნოკმა არ გაატანინა. შეცვლაზე შესულმა ილმაზმა კი 77-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ცოტა ხანში აკტიურკოღლუს ცოტა დააკლდა გატანამდე. სამაგიეროდ, ბოლოს ზალევსკიმ გაიტანა და პოლონელებს გამარჯვება მოუპოვა.

მონტელას გუნდმა მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო,
წაგებას არ იმსახურებდა და "ჯვაროსნებს" ევროპირველობის პირველ ტურში, 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთთან უმძიმესი დაპირისპირება ელის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეს დაცვაში პრობლემები აქვს.

ვარშავა. „ნაროდოვი“
პოლონეთი - თურქეთი 2:1
გოლები: 1:0 სვიდერსკი (12), 1:1 ილმაზი (77), 2:1 ზალევსკი (90)

მკითხველის კომენტარები / 18 /
მამა და აგენტი თუ ხვდებიან რა ზიანი მიაყენეს ხვიჩას ორი დღის სკანდალით. უჭკუობა და გაუნათლებლობა
თემურ კვარაცხელია
18 ივნისი 2024 23:34
0
საკუთარის დაგლახება და უცხოს გაფეტიშება უკვე დიაგნოზი კი არა და ამაზრზენია, საკმარისია! ვისაც ფეხბურთი ოდნავ აინტერესებს, და ჯერ კიდევ ამას იძახის, რომ ფეხბურთელები არ გვყავს, უნდა შეეშვათ ამ სპორტს. ერთი რასაც ნაღდად ვეთანხმები და ყოველთვის ამ აზრზე ვიყავი, საშუალოზე ბევრად დაბალი დონის მწვრთნელი გვყავს. დროა დაიჯეროთ რომ შესანიშნავი თაობა გვყავს და სლოვაკების კალცონას დონის მწვრთნელიც კი, მშვენიერ ფეხბურთს ათამაშებდა ჩვენ ნაკრებს. ეგრევე გამოჩნდა რასაც აზაროვზე ვუკიჟინებდით. შეტევითი პოტენციალს ლოჩოშვილი ვერ გაგიუმჯობესებს. გოლი როცა გჭირდება ჩაკვე გაგყავს და ალთუნიშვილი შემოგყავს, როცა შენგელია-ლობჟანიძე-კვეკვესკირი სკამზე გყავს და არაბიძე ქუთაისში. ინტენსივობა გჭირდება და კაკაბაძეს ბოლომდე ხარჯავ, გოჩოს როდისღა იყენებ. და საერთოდ აბა ექსპერიმენტების დრო აღარაო და რაღა დღეს გამოიჩინეთ ფხა: ყოფილიყვნენ შენგელია სადაც იყო და თუგინდ კვეკვე კიტეს ნაცვლად. ცენტრის ხაზს იქით დახვედრას რომ აუკრძალავ გუნდს, იქ კვარას შესაბამისად ვერ გამოიყენებ და არ გინდათ ეს ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები ფეხბურთელების მიმართ. თუ თავი გაქვთ იქით ისროლეთ კენჭები, სადაც იქმნება ეს "ტაქტიკური შედევრები". ამ პირობებშიც ბიჭებმა მართაც თავი დადეს, იბრძოლეს ბოლომდე და მადლობა მათ ამისათვის. ყოჩაღ ბიჭებო! არსებულ ვითარებაში მართლაც მაქსიმუმი აჩვენეთ!
ამატაკი
18 ივნისი 2024 22:50
0
რა არის არწასაგები? არწასაგები მგონი არის რასაც რეალი და სიტი თამაშობდა ერთი თვის უკან მგონი ესე არის არწასაგები მაჩი
კაკო
11 ივნისი 2024 16:44
0
მე ასე ვფიქრობ რომ მანდრაჟით არ უნდა ითამაშონ ჩვენებმა თორემ გადაგვივლიან. ვინმეს თუ გგონიათ თურქები ფარჩაკები ცდებით. თან ეგენი გენეტიკურად წაგებას ვერ იტანენ და თან ვისთან მაგასაც გააჩნია. ჩვენთან დედიკოებს მოიტ.......ენ ოღონდ არ წააგონ. საერთოდ ვფიქრობ რომ ჯგუფიდან თურქეთი გავა ერთი დანარჩენი არ ვიცი. ერთისიტყვით ჩვენებს წარმატებები რათქმაუნდა მაგრამ იქნებ გაგრძელდეს სასწაულები და მოხდეს რამე სენსაცია და იქნებ კიდევ გაგვივარდეს რამე. ვნახოთ. შიში უნდა მოვკლათ და მერე ყველაფერი გამოვა!@!!
Edinio
11 ივნისი 2024 11:39
6
გამარჯობა,
მე ვფიქრობ ჩვენი დაცვა არც ისე სუსტია, როგორც აქ წარმოაჩენთ. ლუქსემბურგთან, საბერძნეთთან (120 წთ) და მონტენეგროსთან ჯამში 300 წუთში მხოლოდ 1 გოლი გავუშვით. რა თქმა უნდა, რომ 300 წუთში მეტოქის შეტევას მომენტები ექნებოდა და შეცდომებიც იყო, ეს ბუნებრივია, თუმცა ფაქტია 1 გოლი გავუშვით.
ისე კი, ევროზე კიდევ უფრო მეტი მობილიზება გვმართებს დაცვის ასპექტში, განსაკუთრებით მაღალ ჩაწოდებებზე. ერთმანეთის დაზღვევის ნაწილში და ფეხით თამაშში დაცვაში სერიოზული პრობლემები არ უნდა გვქონდეს წესით.
ყველას გისურვებთ ჩვენი ნაკრების ჯგუფიდან გასვლას.
ჩაკვეტაძე
11 ივნისი 2024 11:16
2
პოლონელების პირველი გოლის კომბინაცია,ორი წვეთი წყალივით ჰგავდა ბუდუს გოლის კომბინაციას.თურქებს დაცვაში აქვთ პრობლემები და მგონი მეკარეც ვერ უნდა იყოს მთლად საიმედო.მანდ გვაქვს შანსები,თორემ თუ ჩვენ მხარეს გადმოვიდა თამაში,ჩვენ ნელ მცველებსაც ისევე გაუჭირდებათ თურქების შეკავება,როგორც მათ გაუჭირდათ,პოლონელებთან და ჩვენ,ჩერნოგორიელებთან,მეორე ტაიმში.ტექნიკურებიც არიან,სწრაფებიც და აგრესიულებიც.
თამაშისთვის არ მიყურებია და დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი,მაგრამ პოლონელების ორივე თავდამსხმელი ტრავმის გამო შეუცვლიათ და ამხანაგურში ასე ხისტად თუ თამაშობენ,გადამწყვეტ მატჩებში რაღას იზამენ.ომი გვექნება და იმედი ვიქონიოთ,ჩვენი ძვლები უფრო მაგარია.
სოსო
11 ივნისი 2024 10:53
2
თურქეთი ფარჩაკი გუნდია ჩვენთან შედარებით.
გიორგი
11 ივნისი 2024 10:36
5
ჩვენი დაცვის პრობლემრბზე რომ ვიდარდოთ არაა!! თუ გველესიანის იმედათ ხართ ისე, რომ სხვის თვალში ბეწვს ხედავთ და საკუთარში დირეს ვერ არჩევთ....კუმ ფეხი გამოყოვო, ზუსტადაც ასეთ მდგომარეობაში ჩავიგდეთ თავი ამ გაუთავებელი ბაქი-ბუქითა და ტრაბახით. ვითომ არ ვიმჩნევთ-თითქოს არც ყოფილა, ზუსტად ამ ევროს შესარჩევში ბოლოდან მე-2 ადგილზე რომ გავედით, ვერც ერთ მეტოქეს რომ ვერ მოუგეთ კვიპროსის გარდა და ესპანეთმა საერთოდ 10-2 გაგვანადგურა, ეხლა ვხედავ ჯგუფიდან გასვლაც არ დაგვაყმაყოფილებს, ვითომ იგივე ფეხბურთელებმა არ უნდა ითამაშონ თუ გველესიანი დაგვემატა და... [ისე რას გადავეკიდე ამ გველესიანს] არა და პორტუგალიას და ჩეხეთს რომ თავი დავანებოთ გუშინ თურქეთის ნაკრების ზაპასში ისეთი კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელები იხდნენ და საერთოდ შიგადაშიგ ისეთ დონეზე თამაშობდა თურქეთი მე სასწაულის იმედათ ვარ, თორემ გუნდს,რომლის ძილითადი ბირთვი- ჩაკვე, ბუდუ, ქოჩორაშვილი, დავითაშვილი, ლოჩოშვილი მეორე ლიგის ფეხბურთელია, ტოპ ფეხბურთელი-კვარა,მხოლოდ თავისთვის თამაშობს-მეკარე, რომელმაც შესარჩევში 20 გოლი გაუშვა და საერთოდაც, პრინციპში ამ ტურნირზე მხოლოდ უეფას კეთილი ნებით მოხვდა წარმოუდგენელია ასეთი დაუფარავი ამბიცია ქონდეს... ე.წ. შავი ცხენის მოსაზრება გამიგია,მაგრამ....ასე უსაფუძვლოდ-მოვდივართ და დაგვხდითო...იმერეთში ჩურჩუტს ეძახიან..
ILO
11 ივნისი 2024 10:30
6
ვერ ვიგებ, რას აგიჩემებიათ უეფას კეთილი ნებით გავედითო,რა არ გვათამაშეს დს ისე გვაჩუქეს?
Dato
12 ივნისი 2024 00:29
0
ფეხბურთში დიდი მნიშვნელობა აქვს მებრძოლ სულს და გამართლებას. დანარჩენი პოეზიაა. პირველმა გოლმა აიძულა თურქებს თამაში გაეხსნათ. თანაც სხვადასხვა ვარიანტებს ათამაშებდნენ, ალბათ საქართველოს მატჩისთვის. შეტევაზე იყვნენ ორიენტირებული. აქედან დაცვაც გაიხსნა. ჩვენი დაცვა რა სჯობია თურქულს? ამიტომ წინააღმდეგი ვარ გადაჭარბებული შეფასებებისგან.
პ.ს. ბერძნებს ყაზახებისთვის 5:0 კი არა, არამედ 1:0 რომ მოეგოთ, ჩვენთან ბევრად მობილიზებული იქნებოდნენ, ჩვენები კი უფრო "ლაღები". რა მოხდებოდა არ ვიცი, მაგრამ ესეც იყო ჩვენი გამარჯვების მიზეზი.
პ.ს.ს. გამარჯვების განწყობა არ ნიშნავს წინასწარ ზეიმს, არამედ სწორად მომზადებას. ჩვენმა პირველმა თამაშმა აჩვენა, რომ გუნდი იკვრება, თუმცა ფიზიკაში და დაცვაში სუსტები ვართ. ასევე შეიძლება ითქვას თურქებზე, მათი მიზანი ჩვეთან მოგებაა. ამისთვის ემზადებიან. დანარჩენს მებრძოლი სული და იღბალი გადაწყვეტს.
მწარე
11 ივნისი 2024 09:01
1
კომენტარებს გადავხედე და საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ ფეხბურთზე. ის იქ დადგება,ეს აქ იმოძრავებს,ამას ვიზავ და იმას ამასვიზავთ,რა უბედურება არის? მიწაზე დაეშვით და ადეკვატური მოლოდინები შეიქმენით,მერე ციდან უცებ რო არ დაასკდეთ მიწას. გოლი და ქულის აღება უკვე წარმატება არის,ამას მიაწექით და თუ ისე მოხდა,გახვედით ჯგუფიდან ან ფინალში ითამაშეთ,უფრო გაგიხარდებათ. ეს ამხანაგური თამაშებია,დემირალი სკამზე ყავდათ,არდა და ილდიზი,ილმაზი კიდევ და 18 წლის თავდასხმელით ითამაშა გუნდმა. ფეხბურთში ყველაფერი ხდება,საბერძნეთმა პორტუგალიას ორი თამაში მოუგო 2004,მარა ყოველთვის ასე ვერ იქნება. ამიტომაც,საქართველო არცერთი კრიტერიუმით არ არის იმ მდგომარეობაში რო ჯგუფიდან გასვლა იყოს მოლოდინი,უპირველესად გამოცდილების არ ქონა. პირველი 11 კაცი კიდევ რაღაცას გავს,მარა რო გაგვეტრავმოს ვინმე მერე? იმ საბერძნეთს 1-2 გამონაკლისის გარდა,თანაბარი გუნდი ყავდა და ყველას დაცვა შეეძლო. ლესტერს რო ახსენებენ ხოლმე,ეგ იყო შემთხვევითობა და ბევრი რაღაცის გამოსვლა მათ სასარგებლოდ. არცერთი გრანდი არ ბრწყინავდა,ტოტენჰემი უწევდა კონკურენციას. ისე ნუ გამოგყავთ ხოლმე,თითქოს სიტის და ლივერპულს ებრძოდა,ქულაში მიდიოდნენ და ასე გახდა ჩემპიონი. მიწაზე დაეშვით,ადეკვატური მოლოდინები შეიქმენით,რათა მერე არ მოითხოვოთ ზოგის გაციმბირება და ზოგის გაროზგვა,მოედნების გადახვნაზე აღარაფერს ვამბობ. ის რო ევროპაზე გავედით და ეს წინ გადადგმული ნაბიჯია,მხოლოდ გულშემატკივარში იგრძნობა.არცერთ ქართულ გუნდში ზედმეტი ერთი თეთრი არ შემოსულა,დინამომ მწვრთნელი გაგდო საერთოდ.უკრაინამ რო ითამაშა 2012 წელს მასპინძლობის გამო,მერე ფული ჩაიდო და ახლა სოლიდური გუნდი ყავთ,ჩვენთან რა მოხდა ასეთი? არაფერი,უბრალოდ ნაკრების გამოყენებით ფულის გამომუშავებას ცდილობენ,როგორც კვარაზე იყო თემა,მერე მიჩუმდნენ.
იასონას უდარი
11 ივნისი 2024 05:22
1
გახვედით,აიღეთ,გაიტანეთ ,თქვენ რა პაკისტანელი ხართ? თუ საქრთველოს გულშემატკივარი არ ხარ, საერთოდ რატო წერთ პომენყარებს
დათო
12 ივნისი 2024 02:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული