რონალდო: ევროპის ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია

AutoSharing Option
39 წლის კრიშტიანო რონალდოს მიაჩნია, რომ პორტუგალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მოგება შეუძლია.

"მტკიცედ მჯერა, ამ ევროპირველობით დაწყებული, ეს გუნდი პორტუგალიელ გულშემატკივრებს ბევრ სიხარულს მოუტანს. ვთვლი, რომ საუკეთესო ის თაობაა, რომელიც ტიტულებს იგებს. იმედია, ეს ნაკრები გაიმარჯვებს, ვინაიდან წარმოუდგენლად ნიჭიერი გუნდი გვყავს.

როგორც იცით, მარტო ტალანტი გამარჯვებისათვის საკმარისი არ არის. ასეთი ტურნირის მოსაგებად ბევრი რამაა საჭირო. მიზნის მიზანმიმართულად მისაღწევად ყველაფერი გვაქვს. 2016 წელს ჩვენი გამარჯვება პორტუგალიური და მსოფლიო ფეხბურთისთვის ისტორიული გახდა. ახლა მყარად ვდგავართ მიწაზე და ვფიქრობთ, რომ ევროპირველობის მოგება შეგვიძლია",
- ციტირებს რონალდოს უეფას პრესსამსახური.

პორტუგალია საქართველოს ნაკრებთან ერთ ჯგუფშია და მესამე ტურში, 26 ივნისს, გელზენკირხენში დაუპირისპირდება.

ტურში, 26 ივნისს გელზენკირხენში დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
რონალდოს დრიბლინგი
აუცილებლად უნდა ნახოთ
https://youtu.be/nRgW7O2rUW8?si=UDoOx7XjWs9nu21R
რეალობა
11:16 14-06-2024
0
პენალდუ სკამზე თუ იჯდება და გუნდს არ შეუშლის რეალურია. ისე თუ ძირითადში იქნება შანსი არის ნოლი.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
18:01 13-06-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული